ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს ბარსელონადან პსჟ-ში გადაბარგება გადაწყვეტილია და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.
გავრცელებული ცნობების მიხედვით დემბელე ბარსას 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს და სამშობლოში, პსჟ-ში გადაბარგდება. გუნდიდან მისი წასვლის მიზეზები ნელ-ნელა უფრო ნათელი ხდება.
ბარსელონას ამერიკულ ტურნეში გამგზავრებამდე, საუბარი იყო დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, თუმცა დროის მოკლე პერიოდში ფეხბურთელის ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. რა მოხდა რეალურად?
ესპანური
სპორტის მიხედვით, არსებობს 4 მიზეზი, რის გამოც დემბელემ გადაწყვიტა სამშობლოში 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება. პირველი საკითხი კონტრაქტის საგას უკავშირდება, რომელიც 2022 წელს დაიწყო და ბარსელონამ კონტრაქტის პირობებზე დაყოლიების მიზნით დემბელე რამდენიმეჯერ განაცხადს მიღმაც დატოვა. დეკოს გუნდში დაბრუნება მეორე მიზეზად სახელდება, რადგან ფიქრობენ, რომ დეკოსთვის დემბელეს და რაფინიას შორის ბრაზილიელი ფავორიტია.
დამატებით, დემბელე ძალიან გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ ბარსელონამ მბაპეს სანაცვლოდ პსჟ-ს დემბელე და გავი შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ხავიმ სცადა სიტუაციის დალაგება, როგორც ჩანს ფრანგი ფეხბურთელი აზრის შეცვლას არ აპირებს. მეოთხე მიზეზად კი ბარსელონას მენეჯმენტში დემბელეს მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება სახელდება, რაც 26 წლის ფრანგის გადაწყვეტილებას დამატებით მოტივაციას უმატებს.
უსმან დემბელემ ბარსელონურ კარიერაში 185 მატჩი ჩაატარა და 40 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატალონიელებს მისი ტრანსფერი 105 მილიონი ევრო (+ ბონუსები) დაუჯდა. გაუთავებელი ტრამვებისა და ხშირ შემთხვევაში ზერელე დამოკიდებულების გამო, უსმანმა მასზე დაკისრებული იმედები ვერ გაამართლა.
მიღებული გადაწყვეტილება, ორივე მხარისთვის წესით სიკეთის მომტანი უნდა იყოს. აი პსჟ-ს როგორ გამოადგება დემბელე და რამდენად მოახერხებს კილიანის წასვლის შემდეგ დიდი დანაკლისის ამოვსებას, ეს საკითხი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.