როგორც მოგეხსენებათ გიორგი ჩაკვეტაძე ვოტფორდს შეუერთდა და QPR-ს წინააღმდეგ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონშიპის პირველ ტურში ვოტფორდი პირველი ტაიმის შემდეგ ქპრ-ს 4-0 ს უგებდა. მეორე ტაიმში 66-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა და ჩვენებურმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გთავაზობთ, გიორგის მომენტებს აღნიშნული დაპირისპირებიდან.