ბაიერნი - ცვერნა ზვეზდა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ერთმანეთს მიუნხენის ბაიერნი და ცვერნა ზვეზდა დაუპირისპირდება.
მატჩი გერმანიაში, ალიანც არენაზე თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ბაიერნი მატჩს თითქმის უდანაკარგოდ, ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება. ანალოგიურად მინიმალური დანაკარგი აქვს სტუმარ გუნდსაც.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცვერნა ზვეზდა ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. წინა წელს, გუნდი ყველაზე უხეშ მონაწილედ მოგვევლინა და საერთო ჯამში ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა.
ჩვენი პროგნოზი ამ შემთხვევაში არ ეხება ჯარიმების ან ბარათების რაოდენობას. იქედან გამომდინარე, რომ პირველი ტურია, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფში ტოტენჰემი და ოლიმპიაკოსი ირიცხება, ბაიერნი შეეცდება პირველივე თამაში უმტკივნეულოდ მოიგოს და თავისი გერმანული შეუტეხავი ხასიათის გამოვლინებით მოწინააღმდეგე გაანადგუროს.
ვფიქრობთ, რომ ბაიერნი მოიგებს ფორით, თუმცა ამ ჯერად ჩვენი პროგნოზია 3.5 მეტი გოლი.