შალკე - მაინცი
ბუნდესლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს შალკე და მაინცი დაუპირისპირდება.
გელზენკირხელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა პირველი ორი შეხვედრა რთულ მეტოქეებთან ჰქონდათ და შედეგიც ლოგიკური გამოვიდა.
ორი მატჩის შემდეგ ვაგნერის ბიჭები გამოცოცხლდნენ და ჯერ ჰერტა დაამარცხეს საკუთარ მოედანზე და შემდეგ პადებორნი სტუმრად. ამასთან, ამ ორ მატჩში გუნდა 8 გოლის გატანა მოახერხა და დღევანდელ მატჩს კარგი ფორმითა და კარგი განწყობით ხვდებიან.
მაინცი კი წინა სეზონის მსგავსად საშინელ ფორმაშია. გუნდმა 4 მატჩიდან 3 წააგო და მხოლოდ ბოლო შეხვედრაში ჰერტას წინააღმდეგ მოახერხა 3 ქულის აღება.
ლოგიკური იქნება თუ ამ მატჩის გამარჯვებულად შალკეს ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ვფიქრობთ, რომ შალკე მოიგებს ერთ ტაიმს მინიმუმ.
ჩვენი პროგნოზი: შალკე მოიგებს მინ. ერთ ტაიმს