ტორინო - მილანი
სერია ა-ს მორიგ ტურში ერთმანეთს ტორინო და მილანი დაუპირისპირდება.
მილანი განაგრძობს საშინელ თამაშს. გუნდს არც ფილოსოფია არც მუხტი და არც გუნდურობა ეტყობა. ძალიან ცუდ ფორმაშია, რაზეც დერბიში მარცხიც მოწმობს.
თავის მხრივ ტორინო მშვენიერ მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა, ძალიან კარგი შემადგენლობით. საშინაო არენაზე ლეჩესთან განცდილი მარცხის შემდეგ, მაქსიმალურად შეეცდებიან ამ თამაშში 3 ქულა აიღონ და მგონია, რომ მილანი დიდად ამ დასახულ მიზანში ხელს ვერ შეუშლის.
ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი იბრძოლებს და არც უხეშ თამაშს მოერიდებიან ქულების ასაღებად. ასევე მგონია, რომ ტურინელები მატჩს მოიგებენ, თუმცა ამჯერად ჩემს არჩევანს ბარათების მეტობაზე შევაჩერებ. ამ მოსაზრებას ისიც მიმყარებს, რომ თამაშს განსჯის მარკო გაიდა, რომელიც ყველა შეხებაზე ჯიბიდან სხვადასხვა ფერის ბარათებს აფრიალებს.
ჩემი პროგნოზი: ბარათები 6.5 მეტი