მალმიო - იუვენტუსი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მალმიო იუვენტუსს მიიღებს.
იუვენტუსმა სეზონი საშინლად დაიწყო. გუნდის შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ რონალდოს წასვლის შემდეგ სერიოზული პობლემები არ უნდა შექმნოდათ, თუმცა სერია ა-ს პირველ 3 ტურში მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა. საკუთარ კედლებში დამარცხდნენ ემპოლისთან და შემდეგ გასვლაზე ნაპოლთან. იუვეს ფეხბურთელები რეაბილიტაციას შვედეთში, მალმიოს წინააღმდეგ აუცილებლად გაივლიან და მაქსიმალურად ეცდებიან სეზონის პირველი მოგება ჩაიწერონ.
მალმიოც არ გამოიყურება კარგად, ბოლო ორი მატჩიდან გუნდმა ერთში მარცხი იწვნია ხოლო მეორე ფრედ დაასრულა. ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც დიდი მიღწევაა, შესაბამისად რაიმე შანსები რომ ჯგუფიდან გავიდეს მინიმალურია.
მოგებას მოწყურებული იუვენტუსისთვის მალმიო იდეალური ოპონენტია.
ვფიქრობ, რომ იუვენტუსი მარტივად მოახერხებს ამ თამაშის მოგებას.
ჩემი პროგნოზი - მოიგებს იუვენტუსი