მარსელი - ანჟერი
საფრანგეთის ჩემპიონატის 23 ე ტურში მარსელი ანჟერს უმასპინძლებს.
მარსელი სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება. 2022 წელს გუნდმა ლიგა ერთის ეგიდით 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ბოლო მატჩი ქულების გარეშე დათმო. ანჟერმა ამ პერიოდში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთიც უქულოდ დათმო.
მარსელი ბოლო ტურში ლიონს დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დრამატული გამოვიდა. 84 წუთამდე გუნდი მინიმალური სხვაობით იგებდა, თუმცა მიუხედავად ამისა ქულების აღება მატჩში ვერ მოახერხა.
ვფიქრობ, რომ წინა ტურის იმედგაცრუებას მარსელი ანჯერზე გადმოიტანს და მაქსიმუმს დადებს რომ ეს თამაში მოგებით დაასრულოს. იმედი მაქვს, რომ წინა ტურის შეცდომას, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა გუნდს ამ მატჩში არ გაიმეორებენ და ერთი გოლის შემდეგ მხოლოდ დაცვაზე არ იფიქრებენ.
თავის მხრივ ანჯერი მიმდინარე სეზონში, გასვლით თამაშებში თითქმის ყოველთვის ახერხებს ერთი ბურთის გატანას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მატჩი უხვგოლიანი გამოვა.
ჩვენი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი.