ნიუკასლი - ევერტონი
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ნიუკასლი ევერტონს უმასპინძლებს.
2022 წელი ჯერ ჯერობით ნიუკასლისთვის წაუგებლად მიმდინარეობს. ჩატარებული ორი მატჩიდან ნიუკასლმა ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო მეორეში 3 ქულა მოიპოვა. გუნდი გასავარდნ ზონაშია, თუმცა ძალიან დიდი ამბიციები აქვს. ახალი ხელმძღვანელობა ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან სეზონი გუნდმა დიდი მიზნებით დაიწყო, თუმცა დღეის მდგომარეობით პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძვის. სავარაუდოთ ზაფხულში ნიუკასლი არაერთ ტოპ კლასის ფეხბურთელს შეიძენს და გუნდი მაღალი მიზნებისთვის უკვე მომავალი სეზონიდან დაიწყებს ბრძოლას.
ევერტონმა თავის მხრივ რამდენიმე კარგი ტრანსფერი გაჩარხა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. მათი შორის ყველაზე იმედის მომცემი დელე ალის შეძენაა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ალი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. ლამპარდის გუნდიც გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა. წლევანდელი მიზანიც პრემიერ ლიგაში დარჩენა და გუნდის კარგი შეთამაშება არის. 2022 წელი ევერტონმა საშინლად დაიწყო, 3 თამაში 3 წაგება.
ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი შეუტევს, რაც დაცვაზე ბევრათ უკეთ გამოდით. ორივე გუნდი იბრძოლებს 3 ქულისთვის და მატჩში არაერთ გოლს ვიხილავთ. ამ მატჩის ბედს გადაწყვეტს ის თუ რომელი გუნდი მოახერხებს შეტევების უკეთ დააგვირგვინებას.
ჩვენი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი