დერბი - ჰალი
ჩემპიონშიფის მორიგ ტურში ერთმანეთს დერბი და ჰალი დაუპირისპირდება.
ფინანსური პრობლემების გამო დერბის ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ 21 ქულა ჩამოართვა. ამ ქულების გათვალისწინებით გუნდი ცხრილის შუაში უნდა იყოს, თუმცა დღევანდელი რეალობით გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად იბრძვის.
ჰალ სითის ახალი მფლობელი ჰყავს, რომელმაც ჩვენდა სასიხარულოდ გუნდის მთავარ მწვრთნელა შოთა არველაძე დანიშნა. შოთას პირველი მატჩი წარმატებული გამოდგა და მისმა შეგირდებმა დებიუტი მოგებით მიულოცეს. შემდეგი მატჩი კი საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დათმეს.
დერბი საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად გამოიყურება და ქულების უმეტესობა სწორედ შინ თამაშის დროს მოაგროვა. საკუთარ კედლებში გუნდი მხოლოდ 2 ჯერ დამარცხდა და ამ უპირატესობათ საკმაოდ კარგად იყენებს.
რაც შეეხება ჰალს, ძალიან სასიხარულოა შოთის მწვრთნელობა, თუმცა ჩვენებურს საკმაოდ დიდი სამუშაო ელის, რომ გუნდს თავისი ტაქტიკები და შეხედულებები შეასწავლოს და მის "დაკრულზე" აცეკვოს. პირველი მოგება უფრო ემოციების დამსახურება იყო, რთული და დამღლელი სამუშაო კი წინ აქვს. ჰალი გასვლით შეხვედრებში დიდად ვერ ბრწყინავს. გუნდს 14 მატჩიდან 8 წაგება აქვს და ვეინ რუნის დაგეშილი, გადარჩენისთვის მებრძოლი დერბის წინააღმდეგ 3 ქულაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ურთიერთშეხვედრების და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, მგონია, რომ დერბი საშინაო კედლებში საჭირო 3 ქულა აიღებს, თუმცა უფრო მეტად დაზღვეულები რომ ვიყოთ, ვფიქრობ, რომ ფრეზე გაყრით დერბის მოგება კარგი ფსონი უნდა იყოს.
ჩვენი პროგნოზი: ფრეზე გაყრით 1