ვალვაიკი - ალკმაარი
ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალში ვალვაიკი ალკმაარს უმასპინძლებს.
ალკმაარი ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგებისთვის ბრძოლას დიდი ხანია გამოეთიშა. გუნდს წლევანდელ სეზონში მხოლოდ ჰოლანდიის თასის მოგების შანსი აქვს. იანსენის შეგირდება ძალიან მაგარი წაუგებელი სერია გამოაცხვეს. 7 ნოემბრის შემდეგ გუნდი არ დამარცხებულა და დიდი ალბათობით დღევანდელ მატჩშიც ეს სერია გაგრძელდება. ბოლო მატჩი სტუმრად მეორე ადგილოსან პსვ-ს მოუგეს და ასეთი თამაშები ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად უფრო აძლიერებს.
ვალვაიკი ჰოლანდიის ჩემპიონატში გასავარდნ ზონას 8 ქულით ასწრებს. გასავარდნი ზონის გუნდების ფორმიდან გამომდინარე, მათ საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრებათ, თუმცა ამ სეზონის მიზანი მაინც დროზე ადრე ერედივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.
ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე ბევრი ფიქრიც არ არის საჭირო. ალკმაარი მარტივად მოიგებს სათასო დაპირისპირებას და შემდეგ ეტაპზე გადავა.
ჩვენი პროგნოზი: მოიგებს ალკმაარი