კრისტალ პალასი - ბრენტფორდი
პრემიერ ლიგის 5-ე ტურში კრისტალ პალასი ბრენტფორდს უმასპინძლებს.
ჩატარებული 4 ტურის შემდეგ კრისტალ პალასი პრემიერ ლიგის 12-ე პოზიციას 4 ქულით იკავებს (მ1, ფ1, წ2). გასული ტურების განმავლობაში არწივებმა უკვე ეთამაშეს სიტის, ლივერპულს და არსენალს. ამ 3 მატჩიდან მათ მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხეს ლივერპულის წინააღმდეგ. სიტისთან გუნდი 2-0ს იგებდა, თუმცა ქალაქელებმა მატჩის შემოტრიალება მაინც მოახერხეს. რაც შეეხება 3 ქულას, კრისტალ პალასმა, ასტონ ვილა შინ 3-1 დაამარცხა. ბოლო ორ თამაშში გუნდმა 5 გოლი გაიტანა, თანაც უნდა აღვნიშნოთ რომ ბოლო მატჩი გუნდის ლიდერმა, ვილფრიდ ზაჰამ გამოტოვა.
რაც შეეხება ბრენტფორდს, 4 ტურის შემდეგ გუნდი 10-ე პოზიციას 5 ქულით იკავებს (მ1, ფ2, წ1). გუნდმა 9 გოლი გაიტანა და 6 მიიღო საკუთარ კარში, აქედან მხოლოდ 4 მანჩესტერ იუნაიტედს გაუტანეს. ბრენტფორდის თამაშში საშუალოდ 4 გოლამდე გადის, რაც მათ მატჩებს საკმაოდ სანახაობრივს ხდის.
ბოლო ორი ურთიერთდაპირისპირება ორივე უგოლო ფრედ მორჩა. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრისტალ პალასს მხოლოდ 4 ქულა აქვს, გუნდს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ჩვენების საშუალება ჯერ არ მისცემია, რადგან საწყის 4 ტურში 3 ძალიან რთული მატჩი ჩაატარა. დარწმუნებული ვარ პალასელები მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა ამ მატჩში 3 ქულა მოიპოვონ. თავის მხრივ არც ბრენტფორდს უჭირს მოწინააღმდეგეების კარში ბურთის შეგორება, შესაბამისად მგონია, რომ ორივე გუნდი გაიტანს.
ჩემი პროგნოზი: კი