ვალენსია - ბარსელონა
ლა ლიგის 25-ე ტურში ვალენსია ბარსელონას უმასპინძლებს.
ვალენსია ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება კატალონიელებს. ბოლო 5 მატჩიდან ღამურებმა მხოლოდ ორი ფრე ითამაშეს, 3 კი დათმეს. ამ 5 თამაშიდან, ვალენსიას საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეები ყავდა. ჯერ რეალი, შემდეგ სევილია, შემდეგ ატლეტიკო მადრიდი, შემდეგ რეალ სოსიედადი და ბოლოს ალავესი. ალავესთან ღამურების უკეთეს თამაშს და შედეგს ვვარაუდობდნენ, თუმცა 4 რთული მატჩის შემდეგ გუნდმა მობილიზება ვერ შეძლო და სტუმრად 2-1 დამარცხდა. საშინაო თამაშებში ვალენსია შედარებით უკეთ გამოიყურება ვიდრე სტუმრად. 12 მატჩში გუნდი მხოლოდ 2 ჯერ დამარცხდა.
ბარსელონამ შუა კვირაში ევროპის ლიგის მატჩი გამართა და ნაპოლის ანგარიშით 1-1 დაუზავდა. პირველი ტაიმი ბარსამ ცუდათ ჩაატარა, თუმცა მეორე ტაიმში ნაპოლის აშკარად აჯობა და უკეთ რომ დაესრულებინათ სახიფათო მომენტები ალბათ გამარჯვებასაც იზეიმებდნენ. ლა ლიგაში ბარსა 4-ეულისთვის იბრძვის, რათა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. კატალონიელებმა ვალენსიას ცუდი ფორმა უნდა გამოიყენონ, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიმდინარე სეზონის ბარსელონა გასვლით თამაშებში ბევრი მოგებებით ვერ დაიკვეხნის. 12 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 3 ჯერ მოახერხა გამარჯვება, 7 ფრედ დასრულდა 2 ჯერ დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიას კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, ვფიქრობ, რომ ქართველს მინიმუმ ერთხელ მაინც მოუწევს კარის ბადიდან ბურთის გამოტანა. ბარსას პრობლემებსაც თუ გავითვალისწინებთ დაცვის ხაზში, კერძოდ არაუხოს, პიკეს, ალვესი, ლენგლეს არ ყოფნას, წესით არც ვალენსიას უნდა გაუჭირდეს კატალონიელების კარის აღება. ზოგადად რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს გუნდი გრანდებთან მაინც მაქსიმუმს აკეთებს, მითუმეტეს ვალენსიას დონის გუნდები, ამიტომ მგონია, რომ ვალენსია მოგებისთვის ითამაშებს. რაც შეეხება თამაშის სცენარს, ვფიქრობ რომ სწრაფი მატჩი გველის. ბარსა მაქსიმალურ აქცენტს შეტევაზე და ბურთის კონტროლზე გააკეთებს, რადგან არანაირად არ უნდა აწყობდეს ბურთი მისცეს ვალენსიას და დაცვის ცენტრში გარსია, მინგესას წყვილის იმედზე იყოს. ამიტომ მგონია, რომ ძირითადი ჯახი მოედნის ცენტრში და ვალენსიას ნახევარზე გაიმართება. წესით საკმაოდ უხეში თამაში უნდა ვიხილოთ, რადგან ვალენსიას ყველა კონტრშეტევა პოტენციურად ძალიან სახიფათო იქნება. როცა დე იონგი ან ბუსკეცი ხარ და ვალენსია კონტრ შეტევაზე გიჭერს, უკან დაცვაში კი გარსია, მინგესას წყვილმა უნდა გადაგარჩინოს დაუფიქრებლად აიღებ ჯარიმას, ამ ჯარიმებს კი აუცილებლად მოყვება ბარათები. ვფიქრობ, რომ ბარსა მინიმუმ 3 ბარათს მიიღებს ამ შეხვედრაში. ვალენსიაც არ დააკლებს დარწმუნებული ვარ და საკმაოდ ბევრ ბარათს ვიხილავთ. ჩვემი დღევანდელი არჩევანი ორივე გუნდის გოლის გატანაზე შევაჩერე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრი პოზიციის აღებაც შეიძლება ამ მატჩიდან.
ჩვენი პროგნოზი: ორივე გაიტანს