ატლეტიკო - იუვენტუსი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ერთმანეთს მადრიდის ატლეტიკო და იუვენტუსი დაუპირისპირდება.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე გუნდი დაცვითი სტილის გუნდია და მათთვის გოლის გატანა არც თუ ისე ადვილია. ორივეს უყვარს მძიმე ფეხბურთის თამაში. ამავდროულად ორივე გუნდი ძალიან უხეშ ფეხბურთს თამაშობს.
გვგონია, რომ ამ მატჩში განსაკუთრებულს არაფერს არ უნდა ველოდეთ. იქნება მძიმე და ნელი მატჩი განსაკუთრებული სისწრაფეების გარეშე. ორივე ეცდება კარის მშრალად შენახვას, შესაბამისად გოლების წვიმას ნაკლებად უნდა ველოდოთ.
მატჩის ძირითადი ნაწილს გუნდები გაატარებენ მოედნის ცენტრში და ხშირი იქნება ხისტი ორთაბრძოლები.
ჩვენი პროგნოზი: 22.5 მეტი ჯარიმა