ზალცბურგი - გენკი
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ერთმანეთს ზალცბურგი და გენკი დაუპირისპირდება.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთის მხრივ ზალცბურგი არის იდეალურ ფორმაში და ამასთან გუნდი საკუთარ მოედანზე უხვგოლიან და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. საწინააღმდეგოდ გენკი, საშინელ ფორმაშია და განსაკუთრებით გასვლაზე გუნდს თამაში კარგად არ მიდის.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ ორივე გუნდი ფაქტიურად ჯგუფიდან ვერ გასვლის კანდიდატია, რადგან ჯგუფში ლივერპული და ნაპოლი ჰყავთ.
ვფიქრობთ, რომ ზალცბურგი თავიდანვე დიდი ძალებით შეუტევს და სახლის უპირატესობას გამოიყენებს, რათა ცუდ ფორმაში მყოფი გენკი დიდი ანგარიშით დაამარცხოს.
ჩვენი პროგნოზი: ზალცბურგი მოიგებს 2 ბურთით.