ესპანიოლი - ალბასეტე
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის პირველ ტურში ესპანიოლი ალბასეტეს უმასპინძლებს.
ესპანიოლი წარუმატებელი სეზონის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. ალბასეტეც ახლოს იყო სეგუნდა დივიზიონიდან გავარდნასთან, გუნდი მხოლოდ ერთმა ქულამ გადაარჩინა გასავარდნ ზონას.
მორენოს შეგირდები პირველივე ტურიდან სერიოზულად მოკიდებენ ხელს პრიმერა დივიზიონში დაბრუნების მისიას და ეცდებიან ქულები მაქსიმალურად დააგროვონ. საკუთარ მოედანზე ესპანიოლი კარგ ფეხბურთს თამაშობს. ამ ორი გუნდის კლასი რომ შევადაროთ აშკარაა, რომ ესპანიოლი ბევრად აღემატება მოწინააღმდეგეს. ამ სეზონში გუნდების პრიორიტეტები განსხვავებულია. ალბასეტე ეცდება ლიგაში დარჩენას, ხოლო კატალონიური კლუბი მთავარ ესპანურ ჩემპიონატში აღზევებას.
კატალონიაში გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2005 წელს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა 2-1. სრული სტატისტიკა კი ესპანიოლის მოედანზე ასე გამოიყურება: 7 მატჩი, 1 ფრე და 6 ჯერ კატალონიურმა კლუბმა იმარჯვა. ვფიქრობ, რომ ამ მატჩში ესპანიოლი სტატისტიკას გაიუმჯობესებს და მოწინააღმდეგე გუნდს შანსს არ მისცემს.
ჩემი პროგნოზი: 1