მანჩესტერ იუნაიტედი - საუთჰემპტონი
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ იუნაიტედი საუთჰეპტონს უმასპინძლებს.
მანჩესტერ იუნაიტედმა წინა ტურში მოულოდნელად დაკარგა ქულები ბარნლის წინააღმდეგ. საუთჰეპტონმა კი პირიქით დრამატულ მატჩში შესანიშნავი ქამ ბექი შემოგვთავაზა და ტოტენჰემი სტუმრად 3-2 დაამარცხა.
გუნდების ბოლო დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა, რომელშიც არაერთი უხეშობა, ბარათი და კუთხურები ვიხილეთ.
წითელი ეშმაკების სასტარტო შემადგენლობაში კრისტიანუ რონალდო დაბრუნდა და როგორც ყოველთვის ამ თამაშშიც ეცდება თავის გამოჩენას. მანჩესტერს უყვარს ფლანგებიდან შეტევა და რონალდოსთვის მაღალი ბურთების გაგზავნა. თავის მხრივ არც საუთჰემტპონი უდებს ტოლს ძლიერ გუნდებს და თავდაუზოგავად უყვარს თავისი ძალების მოსინჯვა რაც წინა ტურში გამოჩნდა. მათაც უყვართ ფლანგების გამოყენება.
მგონია რომ დღევანდელი თამაში გახსნილი და სწრაფი გამოვა. ერთის მხრივ მანჩესტერი ეცდება 3 ქულის მოპოვებას, ხოლო მეორე მხრივ მოტივირებული და წინა მოგებით აღფრთოვანებული წმინდანები ცდას არ დააკლებენ დეხეას კარის აღებას. მგონია, რომ ამ შემართებას ბევრი უხეშობა და ყვითელი ბარათებიც მოყვება.
ჩვენი პროგნოზი: 3.5 მეტი ბარათი