ევერტონი - ლიდსი
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ევერტონი ლიდსს უმასპინძლებს.
2022 წელი ევერტონისთვის საკმაოდ წარუმატებლად მიმდინარეობს. პრემიერ ლიგაში ჩატარებული 4 მატჩიდან გუნდმა 4 ივე უქულოდ დათმო. ლამპარდის შეგირდები ბოლო თამაშში ნიუკასლთან 3-1 დამარცხდნენ. წინა მატჩისგან განსხვავებით ამ მატჩს ახალწვეული დელე ალი და გუნდის ბომბარდირი კალვერტ ლევინი სასტარტოდან დაეხმარებიან. ვფიქრობ, რომ ევერტონი მაქსიმუმს გაიღებს, რომ ამ მატჩშიც წაგება არ იწვნიოს.
თავის მხრივ ლიდსმა პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ 4 თამაშში 7 ქულის მოგროვება მოახერხა და გუნდი შედარებით უკეთესაც გამოიყურება.
ორივე გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან, ამიტომ მათთვის ქულების მოპოვება ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ გუნდები ცხრილის მიხედვით ერთმანეთის კონკურენტები არიან. ლიდსს 4 ქულით მეტი აქვს დაგროვებული, თუმცა ევერტონს ერთი მატჩი რეზერვში აქვს.
ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ერთმანეთს და უშუალო კონკურენტთან 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. არამგონია ფრე რომელიმე მათგანისთვის მისაღები იყოს. ფრე უფრო მეტად მათ მდევრებს უნდა აწყობდეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მატჩში ვიხილავთ ორმხრივ შეტევებს და მატჩის ბედსაც გადაწყვეტს ის თუ ვინ უკეთ გამოიყენებს შექმნილ შანსებს.
ჩვენი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი