რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
წაგებული
პსჟ
55%
პსჟ
VS
16/02/2022 00:00
რეალ მადრიდი
45%
რეალ მადრიდი

პსჟ - რეალ მადრიდი

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდება. მერვედფინალურ მატჩში პსჟ მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბენზემამ კვირას ვარჯიში განაახლა და თუ რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეექმნა, წესით ამ თამაშს სასტარტოდან დაიწყებს. ფერლან მენდიც, ბენზემას მსგავსად კვირას დაუბრუნდა მოედანს და დიდი ალბათობით მასაც ვიხილავთ პარიზელების წინააღმდეგ.

რაც შეეხება პსჟ-ს შემადგენლობას, რამდენადაც ცნობილია ნეიმარი ფორმაში შესასვლელად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. სხვადასხვა გამოცემების მიხედვით ნეიმარი რეალის წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა შესაძლოა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში ესპანურ გუნდს მესი, მბაპე, დი მარიას ტრიო შეუტევს. რეალის ყოფილი კედელი, სერხიო რამოსი ამ მატჩს ტრამვის გამო გამოტოვებს.

შეგვიძლია ცალკე სტატია მივუძღვნათ ლეო მესის და მის დაპირისპირებას რეალ მადრიდთან, თუმცა მოკლედ რომ ავხსნათ სიტუაცია მის ირგვლივ, უნდა ვაღიაროთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ ჯერობით იმას ვერ ახერხებს რასაც მისგან მოელოდნენ. ჩემპიონთა ლიგაზე კი ლეო გუნდის ბომბარდირია გატანილი 5 გოლით, მას უკან მბაპე მიყვება 4 გატანილი გოლით.

რეალს რაც შეეხება, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით ბენზემა ლიდერობს, ფრანგმა მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლის გატანა მოახერხა. ბრაზილიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ვინისუს ჯუნიორმა კი 2 ის.

ამ ორ გუნდის ურთიერთ კავშირებზე ბევრის წერა შეიძლება. მბაპეს რეალში ტრანსფერი, რამოსის, ჰაკიმის, დი მარიას, და კეილორ ნავასის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება, ლეო მესის და ნეიმარის მორიგი მატჩი მადრიდელების წინააღმდეგ. მოკლედ საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი გველის წინ.

მბაპეს ინტერვიუს მიხედვით, ფრანგი მზად არის საუკეთესო მატჩი ჩაატაროს და მისი მაქსიმუმი აჩვენოს. ანალოგიურად ბენზემაც მზად არის თავისი მაქსიმუმი გაიღოს და თავი გამოიჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ რეალი ბოლო პერიოდში ესპანეთის ჩემპიონატში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელები საუკეთესო თამაშს აჩვენებენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი მოახერხებს მინიმუმ ერთი გოლის გატანას.

ჩვენი პროგნოზი: ორივე გუნდი გაიტანს
სახელი: Gaucho
376
დაემატა | 15-02-2022, 02:28
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
40%
ინტერი
VS
60%
ლივერპული
ჩვენი პროგნოზი
9.5 მეტი კუთხური
17/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
25%
სპორტინგი
VS
75%
მანჩესტერ სიტი
ჩვენი პროგნოზი
1 ტაიმი, კუთხურები 4.5 მეტი
16/02/2022 00:00
წაგებული
სრულად
80%
ლივერპული
VS
20%
ლესტერი
ჩვენი პროგნოზი
11.5 მეტი კუთხური
10/02/2022 23:45
მოგებული
სრულად
60%
ბარსელონა
VS
40%
ატლეტიკო მადრიდი
ჩვენი პროგნოზი
2,5 მეტი
06/02/2022 19:15
მოგებული
სრულად