სპორტინგი - მანჩესტერ სიტი
ჩემპიონთა ლიგა განახლდა და მერვედფინალურ დაპირისპირებაში სპორტინგი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.
წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი აშკარა ფავორიტი მანჩესტერ სიტია. პრემიერ ლიგაში სიტის 9 ქულიანი ფორა აქვს მეორე ადგილოსან ლივერპულთან და გუნდი შესანიშნავად გამოიყურება. ერთადერთი რაც გვარდიოლას სიტის აკლია ეს ჩემპიონთა ლიგის ტიტულია.
სპორტინგი პორტუგალიის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილოსან პორტოს 6 ქულით ჩამორჩება. შაბათს, 12 თებერვალს სპორტინგი პირველ ადგილოსან პორტოს სტუმრად ეთამაშა და უმძიმეს ბრძოლაში ერთ ქულას დასჯერდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და უხეში გამოვიდა.
გუნდების სახელებს თუ შევხედავთ ფავორიტის დასახელება საკმაოდ მარტივი იქნება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩი პორტუგალიაში გაიმართება, სადაც თამაში არაერთ გრანდს დაუთმია. ბოლოს ეს გუნდები პორტუგალიაში ერთმანეთს 2012 წელს დაუპირისპირდნენ, სადაც სპორტინგმა მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო.
უნდა აღვნიშნოთ, რომ სიტიმ ჯგუფური ეტაპი მარცხით დაასრულა. გუნდმა გერმანიაში ლაიფციგთან მატჩი 2-1 დათმო. ჯგუფურ ეტაპზე სიტიმ საკუთარ კარში 10 გოლი მიიღო, ხოლო მოწინააღმდეგეებს 18 გოლი გაუტანა.
სპორტინგმა მერვედფინალის საგზური საკმაოდ დრამატულად მოიპოვა.,საკუთარ მოედანზე ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში, გუნდმა დორტმუნდის ბორუსია 3-1 დაამარცხა. ჯგუფში სპორტინგმა და დორტმუნდმა 9-9 ქულა დააგროვეს, თუმცა შემდეგ ეტაპზე სპორტინგი გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე, სპორტინგმა 14 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 12 მიიღო.
ვფიქრობ, რომ მატჩი სიტის უპირატესობით წარიმართება და სპორტინგი კონტრ შეტევებზე ააწყობს თამაშს. სიტი თავიდანვე შეუტევს და ეცდება პირველივე მატჩში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. თავის მხრივ სპორტინგმაც იცის, რომ ინგლისში თამაში საკმაოდ გაუჭირდება და უფრო ფრთხილად ითამაშებენ. ეცდებიან კარი მშრალად შეინახონ. ვფიქრობ, რომ თამაშის პირველ ნახევარში სანამ ორივე გუნდი სრული ძალებით იქნება არაერთ ორმხრივ შეტევას ვიხილავთ, რასაც აუცილებლად მოყვება კუთხურები. სპორტინგი ფლანგებიდან ეცდება კონტრშეტევის წამოწყებას, აწეული ფლანგის მცველების ბურთის უკან ჩაგდებით და წესით 1-2 კუთხურს უნდა გამოჰკრან ხელი, ხოლო სიტი დომინანტური ფეხბურთით ეცდება არაერთი მომენტი შექმნას პირველ ნახევარში რასაც აუცილებლად მოჰყვება კუთხურები.
ჩვენი პროგნოზი: პირველი ტაიმის კუთხურები 4.5 მეტი