პარტიზანი - სპარტა პრაღა
ევროპის კონფერენს ლიგის საპასუხო ფლეი ოფის მატჩში პარტიზანი სპარტა პრაღას უმასპინძლებს.
პირველი მატჩი პრაღაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პარტიზანის გამარჯვებით ანგარიშით 0-1 დასრულდა.
პარტიზანი ბოლო მატჩებში ბევრად უკეთ გამოიყურება ვიდრე სპარტა პრაღა, თუმცა სასწორზე ერთი თამაშია, რომელშიც შემდეგ ეტაპზე გასვლა დევს. ერთი მატჩის ჩატარება მაღალ დონეზე კი ყველა კარგ კლუბს შეუძლია.
ვფიქრობ, რომ ამ მატჩს პირველი ტურის ანგარიში ხელს უწყობს, რომ გუნდებმა ბოლომდე იბრძოლონ და სასურველ შედეგს მიაღწიონ. არამგონია, სპარტა პრაღამ ფარ-ხმალი დაკარგოს და პარტიზანს ბრძოლის გარეშე დანებდეს. ორივე გუნდი საკმაოდ უხეში გუნდია, თანაც ამ მატჩს ისეთი მნიშვნელობა აქვს რომ მოედნის ყველა წერტილში უხეში ორთაბრძოლები ბლომად იქნება. მატჩის არბიტრი, ბულგარელი გეორგი კაბაკოვი იქნება, რომელსაც ბარათების დარიგება ფეხბურთელებისთვის საერთოდ არ ერიდება, პირიქით უყვარს კიდევაც. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მატჩში მინიმუმ 5 ბარათი აუცილებლად იქნება.
ჩვენი პგონოზი: ბარათები 4.5 მეტი