ბარსელონა - რაიო ვალეკანო
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი განახლდება. ჩვენს პირველ პროგნოზს ბარსელონასა და რაიო ვალეკანოს მატჩიდან შემოგთავაზებთ.
წინა სეზონში უტიტულოდ დარჩენილი ბარსელონა, სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან აქტიურად მუშაობდა და გუნდმა საკმაოდ კარგი ფეხბურთელები დაიმატა, მათ შორის ყველაზე ვარსკვლავურ შენაძენად პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი შეგვიძლია დავასახელოთ. ლევანდოვსკის გარდა, გუნდმა რაფინია, კუნდე, კესი და კრისტენსენი დაიმატა. ხავის და ლაპორტას დიდი იმედი აქვს, რომ ამ გუნდით მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულისთვის იბრძოლებენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ წინასასეზონო თამაშებში ბარსელონამ მშვენივრად იასპარეზა, ამერიკული ტურნეს დროს ამხანაგურ მატჩში რეალ მადრიდსაც სძლია.
სტატისტიკასაც რომ შევეხოთ, ბოლო 12 სეზონში კატალონიელებმა გახსნითი მატჩებიდან 12 ივე მოიგეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პროექტით აღფრთოვანებული გულშემატკივრები, პირველ მატჩშის დროს სპოტიფაი კამპ ნოუს გადაავსებენ, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება გუნდისთვის. ამავე დროს ახალწვეულები, განსაკუთრებით კი პოლონელი გოლების მანქანა, რობერტ ლევანდოვსკი, მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა პირველივე ოფიციალურ მატჩში თავის გამოჩენა მოახერხოს.
რაიო ვალეკანომ წინა სეზონის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად დაიწყო, რამაც სეზონის მეორე ნახევრის ჩაგდების მიუხედავად, გუნდს ლა ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
წინა სეზონში, რაიომ ფაქტიურად სენსაცია გამოაცხო და ბარსას სახლშიც და სტუმრადაც ორივე მატჩი მოუგო, ამასთან გუნდმა ეს ისე მოახერხა, რომ კატალონიელებს არც ერთი გოლი არ გაატანინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი მატჩი რაიომ მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო, ვფიქრობ, რომ ამ თამაშში ბარსას წნეხს და ახალი სეზონის ქარიშხალს უგოლოდ ვერ გადაურჩებიან. მეტიც, მგონია, რომ ბარსა პირველივე თამაშიდან დაამტკიცებს, რომ გუნდი საკმაოდ გაძლიერდა და რაიოს არაერთ გოლს გაუტანს. თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ კუნდე ჯერ ჯერობით სათამაშოდ მზად არ არის და გუნდს არც მისი რეგისტრაცია დაუსრულებია, მგონია, რომ არც რაიო გაუადვილებს თამაშს ტერ შტეგენს. ბარსა აქცენტს სწრაფ გოლზე გააკეთებს, რაც დიდი ალბათობით წარმატებით დასრულდება და თამაშიც გახსნილი ორმხრივი შეტევებით წარიმართება. ასეთ დროს კი წესით ბევრი გოლი უნდა გავიდეს და მისული გულშემატკივარი კარგადაც უნდა გაერთოს.
ჩემი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი