რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ასტონ ვილა
60%
ასტონ ვილა
VS
08/13/2022 15:30
ევერტონი
40%
ევერტონი

ასტონ ვილა - ევერტონი

პრემიერ ლიგის მეორე ტურში ასტონ ვილა ევერტონს უმასპინძლებს.

ორივე გუნდმა პრემიერ ლიგა ცუდი შედეგებით დაიწყეს. ასტონ ვილა სტუმრად ბორნმუთთან ანგარიშით 0-2 დამარცხდა, ხოლო ევერტონს საკუთარ კედლებში ჩელსიმ მინიმალური სხვაობით 0-1 მოუგო.

სტივენ ჯერარდის მეთაურობით, ასტონ ვილამ 12 მატჩიდან მხოლოდ ორის მოგება მოახერხა, რაც საკმაოდ ცუდი შედეგია და ყოფილ ლივერპულელს წყალიც აქვს შემდგარი. ამ მატჩის მოგება პირველ რიგში მას და შემდეგ გუნდს ჰაერივით სჭირდებათ. წარმატების შემთხვევაში ჯერარდზე საუბრები დროებით შეწყდება, რაც მას ამოსუნთქვის და თავისი სამუშაოს უკეთ შესრულების საშუალებას მისცემს.

ევერტონმა მიმდინარე სეზონი მარცხით დაიწყო და ამასთან კათარზისში მყოფ კალვერტ ლევინს კიდევ ორი ფეხბურთელი, ბენ გოდფრი და იერი მინა დაემატა. წინა სეზონში მერსისაიდელები გასვლით მატჩებში საშინლად გამოიყურებოდნენ ( მ2, ფ4, წაგება13). თუ მიმდინარე სეზონშიც გასვლით მატჩებში ასეთი შედეგი აჩვენეს, მაშინ ვილამ ამ მატჩის მოგება მარტივად უნდა შეძლოს. თუმცა, ერთი სტატისტიკა დღევანდელ მატჩში მათ მხარესაა, კერძოდ ბოლო 11 გახნით გასვლით მატჩში ევერტონი დაუმარცხებელია.

ბოლო 6 ურთიერთ შეხვედრიდან, მერსისაიდელებმა ვერც ერთი თამაში ვერ მოიგეს (2ფ,4წ). ბოლო 3 ურთიერთშეხვედრაში კი გოლის გატანაც ვერ მოახერხეს.

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ფაქტზე. ბოლო პერიოდში გუნდები საკმაოდ უხეშ ფეხბურთს თამაშობენ და ბარათების აღებას არ ერიდებიან. ისიც უნდა დავამატოთ, რომ ამ მატჩის არბიტრი მაიკლ ოლივერი იქნება, რომელიც საერთოდ არ ერიდება ბარათების ჩვენებას. მეტიც, ოლივერმა ჩელსის მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში, ყოველ ჯერზე წითელი ბარათი გამოიყენა. იმის, გათვალისწინებით, რომ მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია და მარცხის შემდეგ ორივე ეცდება ქულების აღებას, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ნაკლებად გაუფრთხილდებიან ერთმანეთს და ოლივერიც არ დაიზარებს ჯიბისკენ ხელის წაღებას. 4.5 მეტ ბარათს 1.85 კოეფიციენტი აქვს, რაც ნამდვილად კარგი და მსუყე კოეფიციენტია.

ჩემი პროგნოზი: 4.5 მეტი ბარათი
სახელი: Gaucho
196
დაემატა | 13-08-2022, 14:37
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
არსენალი
VS
ვულვზი
ჩვენი პროგნოზი
3.5 მეტი ბარათი
24/02/2022 23:45
წაგებული
სრულად
50%
ვალენსია
VS
50%
ბარსელონა
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
20/02/2022 19:15
მოგებული
სრულად
50%
საუთჰემპტონი
VS
50%
ევერტონი
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
19/02/2022 19:00
წაგებული
სრულად
50%
ზენიტი
VS
50%
ბეტისი
ჩვენი პროგნოზი
8.5 მეტი კუთხური
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად