ყარაბაღი - ნანტი
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ყარაბაღი ნანტს უმასპინძლებს.
ჯგუფური ეტაპი ყარაბაღმა წაგებით დაიწყო. აზერბაიჯანული გუნდი ფრაიბურგთან სტუმრად 2-1 დამარცხდა. საშინაო ჩემპიონატში გუნდი შესანიშნავად გამოიყურება. 5 ტურიდან 5 ივეს მოგება მოახერხა, გაიტანა 14, ხოლო გაუშვა 4 გოლი. საშუალოდ ამ გუნდის თამაშებში დაახლოებით 4 გოლი გადის. ბოლო მატჩი საბა ბაქუსთან საკმაოდ დრამატული გამოუვიდა. 84 წუთამდე გუნდი 3-2 ს აგებდა, თუმცა ჯერ 84 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 93 ზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ნანტი საფრანგეთის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულას დასჯერდა. ამ დროის მანძილზე გუნდმა გაიტანა 8 ხოლო გაუშვა 11 გოლი, რაც საშუალოდ დაახლოებით 3 გოლია ერთ მატჩში. ევროპის ლიგა გუნდმა წარმატებით დაიწყო, საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 სძლია.
ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყარაბაღს 18 საშინაო მატჩი აქვს გამართული, აქედან მხოლოდ 2 ჯერ მოახერხეს 3 ქულის მოპოვება. აზერბაიჯანლები 8 ჯერ დაუპირისპირდნენ ფრანგულ გუნდებს თუმცა ვერც ერთხელ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ევროპის ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 10 შეხვედრაში, საკუთარ კედლებში ყარაბაღმა ვერც ერთხელ შეძლო კარის მშრალად შენახვა.
ვფიქრობ საკმაოდ შემტევი და სანახაობრივი მატჩი გამოვა, რომელშიც ორივე გუნდი მოახერხებს მეტოქე გუნდის კარის აღებას. ჩემს არჩევანს მაინც მეტ გოლზე შევაჩერებ, რადგან ვფიქრობ რომ ნანტს დასაკარგი არაფერი აქვს და შეუტევს, ხოლო ყარაბაღი წაგებული მატჩის შემდეგ უბრალოდ ვალდებულია რომ შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. კოეფიციენტიც 2.5 მეტ გოლზე საკმაოდ მაღალი და მიმზიდველია (1.85)
ჩემი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი