ტრაბზონი - ცვერნა ზვეზდა
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ტრაბზონი ცვერნა ზვეზდას უმასპინძლებს.
ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშება ორივე გუნდმა მარცხით დაიწყო. ტრაბზონი 10 კაციან ფერენცვაროშთან სტუმრად 3-2 დამარცხდა, ხოლო ცვერნა ზვეზდამ საკუთარ მოედანზე მონაკოს წინააღმდეგ მატჩი მინიმალური ანგარიშით 0-1 დათმო.
თურქეთის ჩემპიონატში ტრაბზონი 6 ტურის შემდეგ მოგროვებული 10 ქულით (მ3, ფ1, წ2) ცხრილის 8-ე პოზიციას იკავებს. გუნდმა 8 გოლი გაიტანა და ამდენივე მიიღო საკუთარ კარში. საკუთარ მოედანზე თურქებმა 2 მატჩი გამართეს საიდანაც ერთი უგოლო ფრე ხოლო მეორე 1-0 დასრულდა.
ცვერნა ზვეზდა სერბეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს. ჩატარებულ 9 მატჩში გუნდმა 23 ქულა მოაგროვა, 29 გოლი გაიტანა და 5 მიიღო საკუთარ კარში. გასვლით შეხვედრებში 3 მატჩიდან გუნდმა 7 ქულა მოაგროვა (მ2, ფ1, წ0) 5 გოლი გაიტანა და 3 მიიღო საკუთარ კარში.
ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი შედარებით ფრთხილ თამაშს შემოგვთავაზებს. შესაძლოა მატჩის ბედი ერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპის ლიგის ეგიდით ჩატარებულ 12 გასვლით მატჩში, რომელშიც ცვერნა ზვეზდა იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ ერთში გავიდა 2.5 მეტი გოლი. შესაბამისად ნაკლები გოლი სავსებით კარგი ფსონი იქნება ამ მატჩზე.
რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, აქცენტს გუნდების უხეშობაზე გავაკეთებ. ორივე გუნდი საკმაოდ ხისტი თამაშით გამოირჩევა. ვფიქრობ, რომ მატჩში ძალიან ბევრი უხეში მომენტი გვექნება, შესაბამისად ჯარიმებიც და ბარათებიც მოსალოდნელია. ჯარიმების ტოტალად 24.5 ზე მეტ ჯარიმას განვიხილავ (1.80). მატჩის არბიტრი, გერმანელი საშა შტეგემანი იქნება, რომელმაც ევროპის ლიგის ბოლო ორ მატჩში, შესაბამისად 7 და 10 ბარათი აჩვენა გუნდებს. გერმანელი არბიტრი არც წითელი ბარათების ჩვენებას ერიდება. 4.5 მეტ ბარათს 1.5 კოეფიციენტი აქვს, რაც ნორმალურია ამ გუნდების უხეშობის დონის გათვალისწინებით. ვისაც რისკი უყვარს 5.5 მეტი ბარათის აღებაც შეიძლება, რომლის კოეფიციენტი 2.15 ია.
ჩემი პროგნოზი: 4.5 მეტი ბარათი