რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ვილიარეალი
65%
ვილიარეალი
VS
23/02/2022 00:00
იუვენტუსი
35%
იუვენტუსი

ვილიარეალი - იუვენტუსი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში იუვენტუსი ვილიარეალს ესტუმრება.

წყალქვეშა ნავებმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩი გრანადასთან სტუმრად გამართეს და ანგარიშით 4-1 იმარჯვეს. ვილიარეალის ფეხბურთელებმა მშვენიერი განწყობა შეიქმნეს ამ მოგებით და ესპანეთის ჩემპიონატშიც ევროზონაში ცოტათი დაწინაურდნენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვილიარეალმა მეორე პოზიციაზე დაასრულა ( მ 3, ფ 1, წ 2), 12 გოლი გაიტანა და 9 გოლი გაუშვა. საკუთარ მოედანზე გუნდმა 3 მატჩიდან ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი დათმო. დათმო ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მანჩესტერ იუნაიტედთან. ამ მატჩმა გადაწყვიტა ჯგუფის გამარჯვებული და ესპანელებს ფრე მაინც რომ ეთამაშათ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდოდნენ.

იუვენტუსმა ბოლო მატჩი ტორინოსთან გამართა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა. მატჩის მიმდინარეობას თუ გავითვალისწინებთ, ტურინელები იმ ერთ ქულასაც არ იმსახურებდნენ. გუნდმა მთელი თამაში დაცვაში გაატარა და მოწინააღმდეგის მეკარე მხოლოდ 3 ჯერ შეაწუხეს. ასეთი თამაშით იუვეს ვილიარეალის ბარიერის დაძლევა გაუჭირდება. ჯგუფური ეტაპი იუვემ პირველი ადგილით დაასრულა ისე, რომ 6 მატჩიდან 5 მოიგო, 10 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 6 მიიღო.

გუნდების შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, აშკარაა რომ იუვენტუსს სერიოზული დანაკლისი აქვს: ბერნანდესკი, კიელინი, ბონუჩი, კიეზა, დიბალა, პელეგრინი და რუგანი - ეს ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან იუვეს დღევანდელ მატჩში. რაც შეეხება ვილიარეალს - კოკელინი, მორენო, პენა, კაპუ და ლო სელსო მიადევნებენ მატჩს თვალს მაყურებლების რანგში. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იუვეს ძალიან სერიოზული დანაკლისი აქვს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ იუვეს ახალწვეულს დუსან ვლაჰოვიჩს დებიუტი ექნება ჩემპიონთა ლიგაზე რაც მოტივაციას ნამდვილად მისცემს ამ ფეხბურთელს. მოტივაციას რაც შეეხება მას მოტივაცია არასდროს აკლია, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით და მისი დებიუტის გათვალისწინებით ორმაგი ძალებით მოუწევს თამაში.

ვფიქრობ, რომ თამაში ორმხრივი შეტევებით წარიმართება. იუვე მაინც იფრთხილებს, რომ მატჩი არ წააგოს და ალბათ უფრო უკნიდან ითამაშებს, ვილიარეალი კი შეუტევს. საინტერესო სტატისტიკაც გასათვალისწინებელია, გასვლით შეხვედრებში იუვეს ჩელსიმ 13 კუთხური მოუწოდა, ზენიტმა 7, ხოლო მალიმომ 3. ვილიარეალიც საკუთარ მოედანზე საკმაო რაოდენობის კუთხურებს აწოდებს, სახლში მანჩესტერს 8 კუთხური მოუწოდა, იანგ ბოიზს 6, ატალანტას კი 7. ვფიქრობ ამ მატჩშიც ვილიარეალი მინიმუმ 5 კუთხურს მოაწვდის. ჩემს არჩევანს კი ორივე გუნდის გატანაზე შევაჩერებ.

ჩვენი პროგნოზი: ორივე გაიტანს
სახელი: Gaucho
336
დაემატა | 22-02-2022, 20:47
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
45%
ატლეტიკო
VS
55%
მანჩესტერ იუნაიტედი
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
24/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
70%
ბეტისი
VS
30%
მალიორკა
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
20/02/2022 21:30
მოგებული
სრულად
45%
მაინცი
VS
55%
ბაიერ ლევერკუზენი
ჩვენი პროგნოზი
3.5 მეტი ბარათი
18/02/2022 23:30
მოგებული
სრულად
50%
ზენიტი
VS
50%
ბეტისი
ჩვენი პროგნოზი
8.5 მეტი კუთხური
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად
25%
სპორტინგი
VS
75%
მანჩესტერ სიტი
ჩვენი პროგნოზი
1 ტაიმი, კუთხურები 4.5 მეტი
16/02/2022 00:00
წაგებული
სრულად