რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ნოტინგემი
50%
ნოტინგემი
VS
16/09/2022 23:00
ფულემი
50%
ფულემი

ნოტინგემი - ფულემი

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ნოტინგემი ფულემს უმასპინძლებს.

ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ, ნოტინგემ ფორესტი ცხრილის 19-ე პოზიციას 4 ქულით იკავებს (მ1, ფ1, წ4). გუნდმა გაიტანა 4, ხოლო გაუშვა 14 გოლი. ფულემი გაცილებით უკეთ გამოიყურება, 6 მატჩის შემდეგ 10-ე პოზიციას იკავებს (მ2, ფ2, წ2) 9 გატანილი და ამავე ოდენობის გაშვებული გოლებით.

ნოტინგემის თამაშებს ვინც უყურებს დამეთანხმება, რომ გუნდი საკმაოდ სიმპატიურად თამაშობს, თუმცა ეს თამაში შედეგებში სამწუხაროდ ქულებში კარგად ვერ გადასახეს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები შეხვდა პირველ 5 ტურში. ბოლო მატჩში კი, ალბათ ფორესტელებისგან ყველა 3 ქულას ელოდა, თუმცა დრამატულ მატჩში ბორნმუთის წინააღმდეგ 2 ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და თამაში ქულების გარეშე დაასრულეს.

ნოტინგემისთვის იმედის მომცემად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ფულემმა გასვლით 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ორი მატჩი არსენალისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩაატარა. ამავდროულად პარასკევ დღეს ჩატარებული ბოლო 5 პრემიერლიგური მატჩიდან გუნდმა 4 წააგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა.

გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან 2 -ში ნოტინგემმა იზეიმა გამარჯვება ხოლო 3 ში ფულემმა. სიტი გრაუნდზე ბოლო მატჩი ფულემის გამარჯვებით 0-4 დასრულდა.

ფორესტი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. მათთვის ამ თამაშს ფსიქოლოგიურად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბორნუმთთან განიავებული 3 ქულის შემდეგ გუნდს ჰაერივით სჭირდება საკუთარი შესაძლებლობებში რწმენის აღდგენა. თავის მხრივ ფულემს მშვენიერი სტარტი აქვს და პრემიერ ლიგის 19-ე პოზიციაზე მყოფი გუნდის წინააღმდეგ აუცილებლად ეცდება 3 ქულის მოპოვებას. ამ მატჩთან დაკავშირებით ბევრი პროგნოზი მაქვს, რომლებიც სავსებით ლოგიკურია, რომ გამართლდეს. 6 მატჩში ნოტინგემმა საკუთარ კარში 42 დარტყმა მიიღო, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 7 კარში დარტყმა გამოდის. ფულემის 4.5 ზე მეტ კარში დარტყმას 2.0 კოეფიციენტი აქვს, რაც საკმაოდ მსუყე კოეფიციენტია. ამავდროულად ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი მოახერხებს გოლის გატანას. სავსებით მოსალოდნელია, რომ შემტევი ფეხბურთის ფონზე არაერთი კუთხური მოწოდდეს ორივე გუნდის კარის მიმართულებით.

რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, არჩევანს ჯარიმებზე შევაჩერებ. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი მაქსიმალური მონდომებით და შემართებით გამოვლენ მოედანზე. განსაკუთრებით ნოტინგემი მოინდომებს, რადგან საკუთარ მოედანზე ასპარეზობს. 3 ქულის მოსაპოვებლად არც ერთი მხარე უხეშ და ხისტ ორთაბრძოლებს არ მოერიდება, ამ შემთხვევაშიც უფრო მეტი მონდომებით ნოტინგემის ფეხბურთელები უნდა გამოირჩნენ. შესაბამისად მგონია, რომ ნოტინგემი მინიმუმ 10 ჯერ დაჯარიმდება (1.9). ამ პროგნოზის ფონზე თამაშში მეტი ბარათიც სავსებით მოსალოდნელია.

ჩემი პროგნოზი: I გუნდის ჯარიმა 9.5 მეტი
სახელი: Gaucho
349
დაემატა | 16-09-2022, 16:30
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
80%
ბარსელონა
VS
20%
რაიო ვალეკანო
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
13/08/2022 23:00
წაგებული
სრულად
45%
ატლეტიკო
VS
55%
მანჩესტერ იუნაიტედი
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
24/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
50%
ვალენსია
VS
50%
ბარსელონა
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
20/02/2022 19:15
მოგებული
სრულად
40%
ინტერი
VS
60%
ლივერპული
ჩვენი პროგნოზი
9.5 მეტი კუთხური
17/02/2022 00:00
მოგებული
სრულად