ოლიმპიაკოსი - ტოტენჰემი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ერთმანეთს ოლიმპიაკოსი და ტოტენჰემი დაუპირისპირდება.
ორივე გუნდი მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა.
ოლიმპიაკოსს საკუთარ მოედანზე არაერთი გრანდი დაუმარცხებია. ზოგადად ოლიმპიაკოსის გულშემატკივრები და სტადიონის ატმოსფერო ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს ამ გუნდს თამაშისას. საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსმა ბოლო თებერვალში იწვნია მარცხი, მასშემდეგ გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობს.
რაც შეეხება ტოტენჰემს, შარშანდელი ფინალის შემდეგ გუნდის შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. გუნდმა წლევანდელი სეზონი ზანტად დაიწყო და არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. პოჩეტინოს შეგირდები რა თქმა უნდა მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გამოვლენ თუმცა მიუხედავად მათი სურვილისა ვფიქრობთ, რომ ბერძნები სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ.
ჩვენი პროგნოზია: ოლიმპიაკოსი არ წააგებს (1X)