ტოტენჰემი - საუთჰემტპონი
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ პრემიერლიგის სეზონი განახლდა. განახლდა ჩვენი საქმიანობაც და ვიმენდოვნებთ, რომ წლევანდელი სეზონიც წინა სეზონის მსგავსად წარმატებული გამოვა. ახალი სეზონის პირველ თამაშს პრემიერ ლიგიდან შემოგთავაზებთ. პირველ ტურში ტოტენჰემი საუთჰემპტონს უმასპინძლებს და წესით საკმაოდ კარგი თამაში უნდა ვიხილოთ.
ანტონიო კონტე და მისი ფიზმომზადების მწვრთნელი ჯიამპიერო ვენტრონე საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, იმდენად სერიოზულად, რომ მოსამზადებელი პერიოდის დროს ფეხბურთელებს სავარჯიშო მოედანზე დატვირთვისგან გულიც კი აერიათ. დარწმუნებული ვარ, კონტე გახსნითი თამაშიდან 3 ქულაზე ნაკლებს არ მოთხოვს მის შეგირდებს და მართალიცაა, საუთჰემპტონის წინა სეზონის დასკვინითი ნაწილის ფორმას თუ გავითვალისწინებთ, 3 ქულა თავისუფლად უნდა აიღოს ტოტენჰემმა. გუნდმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის რიჩარლისონი, ბისუმა და პერისიჩი. რიჩალრისონი ამ მატჩს გამოტოვებს, თუმცა როცა გუნდში სონი და კეინია ახალ შეძენილი რიჩარლისონის არ ყოფნამ ტოტენჰემელების გოლის გატანის უნარებზე არანაირი გავლენა არ უნდა იქონიოს.
საუთჰემტონმა წინა სეზონი საშინელი ფორმით დაასრულა. ბოლო 5 მატჩიდან გუნდმა 4 წააგო და მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა ფრედ. გუნდი 5 ქულით გადაურჩა გასავარდნ ზონას. გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზე დიდად არ გაძლიერებულა, მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა დაიმატა, რაც გულშემატკივრებისთვის დიდი ნუგეში ვერ იქნება.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა, წმინდანებმა სტუმრად 3-2 იმარჯვეს. ტოტენჰემის ფეხბურთელებისთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგან სპორტული რევანშის სურვილი ამ მატჩის წინ ნამდვილად ექნებათ. იმის გათვალისწინებით, რომ კონტე მაქსიმალურ მიზნებს უსახავს ფეხბურთელებს დარწმუნებული ვარ, მისი შეგირდები მოედანზე დაგეშილები გამოვლენ და არა ერთი გოლის გატანას მოახერხებენ. არც წმინდანები დააკლებენ მცდელობას, შესაბამისად მატჩში 2.5 მეტი გოლი წესით მარტივად უნდა წამოვიდეს.
ჩემი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი