ატლეტიკო მადრიდი - ვილიარეალი
ლა ლიგის მეორე ტურში ატლეტიკო ვილიარეალს უმასპინძლებს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა დამაჯერებელი მოგებით დაიწყო. ატლეტიკომ მადრიდულ დერბიში ხეტაფე ანგარიშით 0-3 სტუმრად დაამარცხა. სიმეონეს ბიჭები მშვენივრად გამოიყურებიან, წინასასეზონო ამხანაგურ თამაშებში გუნდმა იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა. ვილიარეალმაც ლა ლიგის გახნითი მატჩი ანალოგიური ანგარიშით მოიგო, მათი მოწინააღმდეგე ვალიადოლიდი გახლდათ. ლა ლიგის პარალელურად, წყალქვეშა ნავები კონფერენც ლიგის ფლეიოფებში ასპარეზობენ, სადაც ბოლო მატჩი ჰაიდუკ სპლიტს 4-2 სძლია. აღსანიშნავია, რომ ატლეტიკოს 6 დღიანი დასვენება გამოუვიდა, ხოლო ვილიარეალს მხოლოდ 3 დღე ჰქონდა ამ მატჩისთვის საკუთარი ძალების აღსადგენად.
გუნდების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებიდან 3 ფრედ დასრულდა, ხოლო 2 ში ატლეტიკომ მოახერხა გამარჯვება. მეტიც, 2018 წლის შემდეგ ვილიარეალს, მადრიდელების წინააღმდეგ 3 ქულა არ აუღია, რაც ჯამში 8 ურთეირთდაპირისპირებას მოიცავს.
სიმეონე ამ მატჩს სრული შემადგენლობით შეხვდება, ვილიარეალს კი დანჯუმა, მორენო და ტრიხეიროსი ტრამვების გამო დააკლდება.
ორივე გუნდი ფლანგებს აქტიურად იყენებს. ვფიქრობ რომ ფლანგებიდან არა ერთ შეტევას ვიხილავთ. ფლანგებიდან წამოსულ შეტევებს კი აუცილებლად მოყვება კუთხურები.
ჩემი პროგნოზი: კუთხურები 9.5 მეტი