აიაქსი - ნაპოლი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აიაქსი ნაპოლის უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გუნდებმა 2-2 მატჩი ჩაატარეს. აიაქსმა რეინჯერსს მოუგო, ხოლო ლივერპულთან დამარცხდა. ნაპოლიმ ორივე მატჩი მოიგო და შესაბამისად ჯგუფის სათავეშია. სპალეტის ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მესამე ტურის შემდეგ ეს პოზიცია არ დათმონ.
ამ გუნდებისთვის აღნიშნული შეხვედრა ისტორიაში პირველი ურთიერთდაპირისპირება იქნება. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და დაცვაში დგომა არც ერთისთვის არ არის შესაფერისი სტილი. შესაბამისად მგონია, რომ მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში, სწრაფი შეტევებით წარიმართება. ჩემი აზრით სტადიონზე მისული და ტელეეკრანებთან მყოფი მაყურებლები არაერთ გოლს და ლამაზ მომენტს იხილავს ამ მატჩში. ცალკე საკითხია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და კარგ ფეხბურთს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებური იტალიურ გუნდში ახალი გადასულია და ჯერ ადაპტაციის პერიოდს გადის, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იგი ნაპოლის ერთ ერთი წამყავნი მოთამაშეა. ვფიქრობ, რომ ასისტისა და მოპოვებული პენალტის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე კვარას გოლიც მომწიფდა, თან მატჩიც ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უწევს, რომელიც დაცვაზე აქცენტს არ აკეთებს. სწრაფი თამაშიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მატჩში ბარათებიც საკმაო რაოდენობის წამოვა.
რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, ვფიქრობ რომ ორივე გუნდი მოახერხებს გოლის გატანას და მატჩში საკმაოდ ბევრი გოლი გავა.
ჩემი პროგნოზი: ორივე გაიტანს