რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ყატარი
30%
ყატარი
VS
20/11/2022 20:00
ეკვადორი
70%
ეკვადორი

ყატარი - ეკვადორი

მსოფლიო ჩემპიონატის გახნითი მატჩში ყატარი ეკვადორს უმასპინძლებს.

ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ აიღებს სტარტს მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მიმდინარე ჩემპიონატი აქამდე არსებული ჩემპიონატებისაგან განსხვავებული იქნება, რადგან ზაფხულის ნაცვლად ნოემბერში ჩატარდება და ფეხბურთელებისთვისაც არა სეზონის ბოლოს, არამედ სეზონის შუა ნაწილში გაიმართება.

პირველ მატჩთან დაკავშირებით არაერთი კულუარული და ცრუ ჭორები ვრცელდება, თითქოს ყატარმა ეკვადორის ფეხბურთელები მოისყიდა და მატჩი აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ტოტალიზატორების ჩართულობა აშკარაა და ზოგ მატჩებში ზედმეტად თვალსაჩინოა, ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ასეთ კატეგორიას არ განეკუთვნება. მეტიც ფიფას სამსაჯო კომიტეტის თვალები აქტიურად იქნება მიმართული ორსატოს მიმართ, რადგან ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამ არაერთი უარყოფითი კომენტარი და შეფასება დაიმსახურა. რა თქმა უნდა შესაძლოა მცირე უპირატესობა მიანიჭოს მსაჯმა სადაო მომენტებში ყატარს, თუმცა მთლიანობაში მგონია, რომ კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი შეცდომები (ან განზრახ შეცდომები) ამ ჩემპიონატზე არ განმეორდება. ყატარი იმითაც მადლობელი უნდა იყოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მათ ქვეყანაში (ნამდვილად არა საფეხბურთო ქვეყანაში) ტარდება.

რაც შეეხება თვითონ მატჩს, დავიწყოთ ჯგუფის მიმოხილვით. ყატართან და ეკვადორთან ერთად ჯფუგში ჰოლანდია და სენეგალია. მიუხედავად იმისა, რომ სენეგალს მანე გამოაკლდება, უნდა ვთქვათ, რომ პირველი ადგილი დიდი ალბათობით ჰოლანდიას დარჩება, ხოლო დარჩენილი ადგილისთვის სენეგალი და ეკვადორი იბრძოლებს. საფეხბურთო სასწაული უნდა მოხდეს, რომ ყატარმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხოს.

ბოლო ოფიციალური მატჩი ყატარმა 2021 წლის დეკემბერში გამართა, რომელშიც არაბეთის თასის მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, ეგვიპტე პენალტების სერიებში დაამარცხა. უნდა ითქვას, რომ ეგვიპტე წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ასპარეზობდა, მათ შორის სალაჰიც არ ეხმარებოდა ამ მატჩში ნაკრებს. მას შემდეგ ყატარმა მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლებმა 18 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, აქედან 8 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 2 ში კი დამარცხდნენ. ამხანაგურ მატჩებს მაინც სხვა დატვირთვა აქვს და ახლოსაც ვერ მივა იმ ატმოსფეროსთან რასაც ოფიციალური მატჩი ჰქვია, მით უმეტეს ახლოსაც ვერ მივა მსოფლიო ჩემპიონატის გახნითი მატჩის დაძაბულ გარემოსთან. როგორც მოგეხსენებათ, მასპინძელი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ თამაშობს, სხვა შემთხვევაში საკითხავია მოახერხებდა, თუ არა ყატარი მიმდინარე მუნდიალზე ასპარეზობას.

ეკვადორი მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ჯგუფიდან 4-ე ადგილით გავიდა. ურუგვაიმ მას მხოლოდ 2 ქულით გადაასწრო, ხოლო პირველ და მეორე ადგილზე რომელი გუნდები გავიდოდა რთული გამოსაცნობი ნამდვილად არ გახლავთ. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 5 თამაშიდან გამოსარჩევი სწორედ ბრაზილიის და არგენტინის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩებია, რომლებშიც ეკვადორელებმა მოწინააღმდეგეებს არაფერი დაუთმეს და ორივე მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მუნდიალზე ადგილის განაღდების შემდეგ ეკვადორმა 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და აშკარაა, რომ გუნდი საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე იყო ორიენტირებული, რადგან ამ მატჩებში არც ერთი გოლი არ მიუღიათ საკუთარ კარში. ყველა მატჩში 2.5 ნაკლები გოლი გავიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ თამაშებში ეკვადორის მოწინააღდეგეები მინიმუმ არაფრით ჩამოუვარდებიან ყატარის ნაკრებს, მეტიც შეიძლება ერთი თავით მაღლაც კი დგანან.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ორივე გუნდმა კარგად იცის ამ მატჩის ფასი. ერთის მხრივ ყატარი, რომელიც მასპინძელია მსოფლიო ჩემპიონატის და ჯგუფში ამ თამაშზე ნაკლებად რთული მეტოქე ვერანაირად ვერ ეყოლება, ხოლო მეორეს მხრივ ეკვადორი, რომელსაც ანალოგიურად ყატარზე მარტივი კონკურენტი ამ ჯგუფში არ ყავს. ორივე ეცდება 3 ქულის აღებას, რადგან არამგონია ფრე რომელიმესთვის ამ მატჩში მისაღები შედეგი იყოს. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ვფიქრობ, რომ ყატარის ერთ წლიანი პაუზა ოფიციალური მატჩების გარეშე დაღს დაასვამს ამ გუნდის თამაშს გახნით შეხვედრაში. ეკვადორი კი რომელიც ბრაზილიას და არგენტინას ფრეს უგორებს დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდად და ამავდროულად აგრესიულად ეცდება ქულების აღებას. დიდი ალბათობით კარის მშრალად შენახვასაც მოახერხებს.

რაც შეეხება უშუალოდ პროგნოზს, ვფიქრობ, რომ მატჩი საკმაოდ უხეში და დაძაბული გამოვა. იმ კრიტიკის ფონზე რაც ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას მოყვა, ვფიქრობ, რომ ყატარის ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ კრიტიკის შესაკავებლად. მატჩში დაწინაურების ან ჩამორჩენის შემთხვევაში უხეშობაზე უარს არ იტყვიან. დაწინაურების შემთხვევაში დიდი ალბათობით დროის გაყვანაზეც არ იტყვიან უარს, ხოლო ჩამორჩენის შემთხვევაში შეტევაში წასულ ყატარის ფეხბურთელებს აუცილებლად მოუწევთ ეკვადორის სწრაფი კონტრშეტევების ტაქტიკური ჯარიმებით შეჩერება. რაც შეეხება ეკვადორს სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი საკმაოდ ხისტია და ამას დამატებული ყატარის მონდომება აუცილებლად გამოიწვევს ვნებათაღელვას ეკვადორის ფეხბურთელებში. თამაშის მსაჯი იტალიელი დანიელე ორსატო იქნება, რომელმაც ბოლო პერიოდში მოუკლო ბარათების ჩვენებას, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მატჩში საკმაოდ ბევრი უხეშობის ფონზე ჯიბისკენ არაერთხელ წაიღებს ხელს. ამ პოზიციაში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ბუქმეიქერები ცდებიან და 3.5 მეტ ბარათს 1.75 კოეფიციენტი მისცეს, რაც ჩემი აზრით ნაჩუქარია. მე პირად ბილეთში 5.5 მეტი ბარათის აღებას ვგეგმავ 4.25 კოეფიციენტით. თქვენი ბილეთიდან და ფსონიდან გამომდინარე ამ მატჩში ჩემი პროგნოზი იქნება 3.5-ზე მეტი ბარათი, მაქსიმუმ 5.5 მეტ ბარათამდე.

ჩემი პროგნოზი: 4.5 მეტი ბარათი
სახელი: Gaucho
201
დაემატა | 20-11-2022, 10:53
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
50%
ნოტინგემი
VS
50%
ფულემი
ჩვენი პროგნოზი
I გუნდი ჯარიმა 9.5 მეტი
16/09/2022 23:00
მოგებული
სრულად
80%
ბარსელონა
VS
20%
რაიო ვალეკანო
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
13/08/2022 23:00
წაგებული
სრულად
50%
ვალენსია
VS
50%
ბარსელონა
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
20/02/2022 19:15
მოგებული
სრულად
40%
ინტერი
VS
60%
ლივერპული
ჩვენი პროგნოზი
9.5 მეტი კუთხური
17/02/2022 00:00
მოგებული
სრულად