რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
არგენტინა
80%
არგენტინა
VS
22/11/2022 14:00
საუდის არაბეთი
20%
საუდის არაბეთი

არგენტინა - საუდის არაბეთი

მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის გახნით მატჩში არგენტინა საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

მუნდიალი ნელ-ნელა ხურდება და დიდი ბიჭებიც იწყებენ თამაშს. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული არგენტინა პირველ მატჩს ჩაატარებს საუდის არაბეთის წინააღმდეგ. როგორც თავად ლეო მესიმ თქვა დიდი ალბათობით მიმდინარე მუნდიალი მისთვის ბოლო იქნება და ამავდროულად ბოლო შანსია დიდებული კარიერა დიდებულად დაასრულოს. საუდის არაბეთი ალბათ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, რადგან ნახსენები ნაკრებების გარდა ჯგუფში მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებები ასპარეზობენ და არამგონია რომელიმე მათგანმა საუდის არაბეთს შემდეგი ეტაპის საგზური დაუთმოს.

არგენტინის ნაკრები 2019 წლის შემდეგ დაუმარცხებელია, რაც წარმოუდგენელი შედეგია გუნდისთვის რომელსაც დაცვაში ყოველთვის უჭირდა. ბოლო მარცხი არგენტინამ ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ იწვნია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფი არგენტინამ მეორე ადგილით დაასრულა. 17 მატჩიდან 11 მოიგო ხოლო 6 ფრე ითამაშა. ჯგუფში ლეო მესიმ და ლაუტარო მარტინესმა 7-7 გოლი გაიტანეს. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ლეო მესიზე, რომელმაც შარშანდელი უსახური სეზონის შემდეგ წლევანდელი სეზონი ლიგა ერთში უმაღლეს დონზე ჩაატარა. ჩატარებული 15 მატჩიდან მის ანგარიშზე 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რაც ძალიან კარგი შედეგია. შესანიშნავ ფორმაშია ლაუტარო მარტინესიც, რომელმაც 15 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მოაგროვა.

საუდის არაბეთი ჯგუფში აშკარად სუსტ წერტილად მიიჩნევა, თუმცა ამან შეიძლება წნეხი მოუხსნას გუნდს და სიურპრიზებიც შემოგვთავაზოს. მიუხედავად ამ მოსაზრებისა მგონია, რომ ტიტულზე მოწყურებული არგენტინის წინააღმდეგ ამ მატჩში შანსი არ აქვთ. არგენტინა პირველივე მატჩიდან შეუდგება მიზნისკენ სვლას და პირველ 3 ქულასაც მარტივად მოიპოვებს. არამგონია გუნდმა მეტოქის დაუფასებლობა გამოავლინოს და საქმეს არასერიოზულად მოეკიდოს. ეს დაუმარცხებელი სერიაც, ხომ სწორედ ამ მუნდიალს ეძღვნებოდა და როგორც იქნა მესის ეღირსა სტაბილური და შეთამაშებული გუნდი, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ნაკრები საკუთარ სიძლიერეს პირველივე მატჩიდან აჩვენებს. არ არის გამორიცხული დიდი ანგარიშიც ვიხილოთ.

რაც შეეხება ჩემს პროგნოზს. ვფიქრობ, რომ არგენტინა არაერთ სახიფათო მომენტს შექმნის და ეცდება მუნდიალი მაღალ ნოტაზე დაიწყოს. რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს ნაკრებმა ვფიქრობ, რომ მსაჯის საფინალო სასტვენამდე შეტევას არ შეწყვეტს. შეტევებს კი ყოველთვის მოყვება დარტყმა. არგენტინის ბოლო მატჩებს თუ გადავხედავთ, გუნდი ძალიან ბევრჯერ ურტყამს მოწინააღდეგის კარის მიმართულებით. ჩემი აზრით არც ეს მატჩი იქნება გამონაკლისი და დიდი ალბათობით 20 საც გადააჭარბებს მათი დარტყმის რაოდენობა, თუმცა 13.5 ზე მეტი დარტყმა საკმაოდ კარგი კოეფიციენტით ფასდება (1.5) ამიტომ ჩემს არჩევანს სწორედ ამ ტოტალზე შევაჩერებ.
სახელი: Gaucho
188
დაემატა | 22-11-2022, 12:17
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
50%
ირანი
VS
50%
აშშ
ჩვენი პროგნოზი
აშშ ჯარიმები 11.5 მეტი
29/11/2022 23:00
წაგებული
სრულად
65%
დანია
VS
35%
ტუნისი
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი ბარათი
22/11/2022 17:00
მოგებული
სრულად
30%
ყატარი
VS
70%
ეკვადორი
ჩვენი პროგნოზი
4.5 მეტი ბარათი
20/11/2022 20:00
მოგებული
სრულად
50%
ვოტფორდი
VS
50%
კრისტალ პალასი
ჩვენი პროგნოზი
ვოტფორდი 1.5 მეტი ბარათი
23/02/2022 23:30
მოგებული
სრულად
50%
საუთჰემპტონი
VS
50%
ევერტონი
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
19/02/2022 19:00
წაგებული
სრულად