ირანი - აშშ
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს ირანისა და აშშ-ს ნაკრებები დაუპირისპირდება.
2 ტურის შემდეგ ირანის ნაკრები 3 ქულით ჯგუფის მეორე ადგილს იკავებს, ხოლო აშშ-ს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ამ მატჩში მხოლოდ მოგება დააკლმაყოფილებს. ინგლისი ჯგუფის ლიდერია 4 ქულით, ხოლო უელსი ბოლო ადგილოსანი 1 ქულით.
აშშ-ს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ და მხოლოდ მოგება აძლევს ხელს. სხვა შედეგი მათთვის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის დასასრულის ტოლფასია. რაც შეეხება ირანის ნაკრებს, მათთვის ფრეც მისაღებია იმისთვის, რომ პლეიოფებში მიიღონ მონაწილეობა.
ვფიქრობ თამაში სპორტული დაპირისპირების გარდა საკმაოდ დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებას მოიცავს. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდისთვის აღნიშნული მატჩი სპორტულ დაპირისპირებას საკმაოდ გაცდენილია და ორივე გუნდზე პოლიტიკური წნეხი საკმაოდ მაღალია.
ფაქტია, რომ ირანის ნაკრებს გოლების გატანა შეუძლია. ირანმა აიღო ინგლისის კარი 2 ჯერ და უელსსაც ბოლო წუთებზე თუმცა მაინც 2 გოლი გაუტანა. ამერიკის ნაკრები საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება და ერთი გოლის გატანაც მოახერხა უელსის კარში.
ვფიქრობ, რომ თამაში საკმაოდ დაძაბული იქნება. ბურთი დიდი ალბათობით ამერიკის ნაკრებს ექნება და ეცდება 3 ქულა მოიპოვოს, თუმცა არც ირანი იქნება უსაქმოდ. იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისის და უელსის კარის აღება 2-2 ჯერ მოახერხა წესით არც ამერიკის კარის აღება უნდა გაუჭირდეს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტაქტიკას აირჩევს მწვრთნელი. შედეგი საკმაოდ რთულად გამოსაცნობია ამ მატჩში რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჩემს ლოგიკას ამერიკის მოგების წადილზე და უხეშობაზე ავაწყობ. ამერიკის ნაკრები ინგლისთან და უელსთანაც 15 ჯერ დაჯარიმდა, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს შესატევი აქვს და თამაშის მიმდინარეობის მიხედვით შესაძლოა ვა ბანკზე წასვლაც მოუწიოს ვფიქრობ, რომ არაერთხელ დაჯარიმდება ამ მატჩშიც. წინ გასვლის შემთხვევაშიც არაერთხელ დაჯარიმდება. აშშ-ს ჯარიმების ტოტალს თუ შევხედავთ 11.5 ზე მეტ ჯარიმას 1.5 კოეფიციენტი აქვს, რაც საკმაოდ კარგი და ჩემი აზრით ნაჩუქარი კოეფიციენტია. ვისაც რისკი გიყვართ 14.5 ჯარიმის ჩათვლით ნებისმიერი ტოტალი ღირს აღებად.
ჩემი პროგნოზი: აშშ ჯარიმები 11.5 მეტი