რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
სენეგალი
40%
სენეგალი
VS
21/11/2022 20:00
ჰოლანდია
60%
ჰოლანდია

სენეგალი - ჰოლანდია

მსოფლიო ჩემპიონატის A ჯფუში სენეგალი ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორმატჩიან დაპირისპირებაში სენეგალმა ეგვიპტე დაამრცხა და სწორედ ასე მოახერხა მუნდიალზე ასპარეზობა. უნდა ითქვას, რომ გუნდის მთავარი ძალა და მთავარი ვარსკვლავი სადიო მანე სამწუხაროდ მიმდინარე მუნდიალს გამოტოვებს რაც ძალიან დიდი დანაკლისია აფრიკელებისათვის. თუმცა არამგონია ისინი მოედანზე ყურებჩამოყრილი გამოვიდნენ, რადგან მანეს გარდა გუნდში არაერთი კარგი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომლებიც ევროპის ტოპ ლიგებში თამაშობენ.

ჰოლანდიამ მუნდიალზე გასვლა საკმაოდ დაძაბულ ჯგუფში პირველი ადგილიდან მოახერხა. საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო მატჩამდე ვან გაალის შეგირდებს გასვლა გარანტირებული არ ჰქონდათ, თუმცა ამ მატჩში ნორვეგიას წყნარად მშვიდად მოუგეს და დღეს მუნდიალზე პირველ მატჩსაც ჩაატარებენ. ვან გაალის ბიჭები 15 მატჩია დაუმარცხებლები არიან, მიუხედავ იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეებიც ჰყავდათ.

A ჯგუფის ფავორიტები აშკარად ჰოლანდიელები არიან, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მარტივად მოგებული მატჩი თან აფრიკული ნაკრების წინააღდეგ არც თუ ისე ბევრია. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი იბრძოლებს თან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იქნება. ჩემი აზრით ვან გაალმა რაიმე განსაკუთრებული კომბინაციები უნდა მოიფიქროს მატჩისთვის, რადგან არამგონია ფიზიკურ ასპექტში სენეგალმა რამე დათმოს. მეტიც სენეგალს ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, მათ შორის მეკარეც, რომ არამგონია ადვილი გასეირნება გამოუვიდეს ჰოლანდიას.

ამ მატჩთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი აზრი მომდის თავში, თუმცა ვეცდები მხოლოდ ისინი გაგიზიაროთ, რაც მგონია, რომ დიდი ალბათობით წამოვა. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი მოაწოდებს კუთხურებს, იმდენს მაინც, რომ 8.5 მეტი ბარიერი გადაილახოს. ამ პროგნოზის მიზეზი გახლავთ ის, რომ სენეგალი დარწმუნებული ვარ ფლანგებიდან შეტევებსა და ჩაწოდებებში წარმათავს თავის თამაშს, რადგან არამგონია ცენტრიდან გათამაშებებზე და კომბინაციით მეკარის საჯარიმოში შესვლაზე გაკეთდეს აქცენტი. ალბათ უფრო ჩაწოდება და შემდეგ ფიზიკური ორთაბრძოლის მოგება ვან დაიკისა და ლე ლიხტის წინააღმდეგ იქნება მათი ჩანაფიქრი. რაც შეეხება ჰოლანდიას, გუნდი ძალიან აქტიურად იყენებს ფლანგებს. იმის გათვალისწინებით, რომ გოლის ვერ გატანის შემთხვევაში ერთ-ერთი ვარიანტი სტანდარტულები იქნება, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ ვან გაალი ამუშავებდა გუნდს, ვფიქრობ, რომ ჰოლანდიაც არაერთ კუთხურს მოაწოდებს.

რაც შეეხება უფრო უსაფრთხო და ჩემი აზრით მეტად რეალურ პროგნოზს, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ჰოლანდიის თამაშის ერთ-ერთ ასპექტზე. ბოლო 6 ოფიციალური მატჩიდან ჰოლანდია 5 მათგანში მინიმუმ 12 ჯერ დაჯარიმდა. ჰოლანდიელები, როგორც ვხვდები და სტატისტიკა აჩვენებს არ ერიდებიან ჯარიმების აღებას. ალბათ ეს მათი შემტევი ფეხბურთიდანაც გამომდინარეობს. კონტრშეტევების ჩასახშობად ტაქტიკური ჯარიმები საკმაოდ კარგი ხრიკია. ამ თამაშიც ვფიქრობ, რომ სენეგალის სწრაფი კონტრშეტევების შესაჩერებლად ჰოლანდია მინიმუმ 12 ჯერ დაჯარიმდება. თან 11.5 ზე მეტ ჯარიმას საკმაოდ კარგი კოეფიციენტი 1.9 აქვს.

ჩემი პროგნოზი: ჰოლანდია ჯარიმა 11.5 მეტი
სახელი: Gaucho
194
დაემატა | 21-11-2022, 12:27
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
30%
ყატარი
VS
70%
ეკვადორი
ჩვენი პროგნოზი
4.5 მეტი ბარათი
20/11/2022 20:00
მოგებული
სრულად
50%
ნოტინგემი
VS
50%
ფულემი
ჩვენი პროგნოზი
I გუნდი ჯარიმა 9.5 მეტი
16/09/2022 23:00
მოგებული
სრულად
80%
ბარსელონა
VS
20%
რაიო ვალეკანო
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
13/08/2022 23:00
წაგებული
სრულად
50%
ვალენსია
VS
50%
ბარსელონა
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
20/02/2022 19:15
მოგებული
სრულად