რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
აშშ
55%
აშშ
VS
21/11/2022 23:00
უელსი
45%
უელსი

აშშ - უელსი

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ამ ჯგუფში ზემოთხსენებული ნაკრებების გარდა ინგლისი და ირანი ასპარეზობს. ფურცელზე თუ შევხედავთ აშკარაა, რომ პირველი ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მეორე ადგილი ინგლისს გარანტირებული აქვს. ჯგუფში რჩება მხოლოდ ერთი ადგილი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და სწორედ ამერიკა და უელსი იბრძოლებენ ამ ადგილის დასაკავებლად.

აშშ მუნდიალზე შესარჩევი ჯგუფის 3-ე ადგილიდან მოხვდა. ჯგფუში მან 25 ქულა დააგროვა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა კანადასა და მექსიკას. უნდა ითქვას, რომ ამერიკას ერთ ერთი ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები ყავს მუნდიალზე. დარწმუნებული ვარ, როგორც ყველა სფეროში მუნდიალზეც ეცდებიან დამტკიცებას, რომ საუკეთესოები არიან, თუმცა რამდენად გამოუვათ ეს საკითხავია. ამერიკის ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა ევროპის ტოპ 5 ლიგის წამყვან გუნდებში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ.

უელსმა საკმაოდ რთული გზა გაიარა მუნდიალზე მოსახვედრად. საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და კიდევ ორი მატჩის მოგება დასჭირდა ავსტრიისა და უკრაინის წინააღმდეგ რათა ყატარში ეასპარეზა.

გუნდების უკანასკნელ თამაშებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უელსი საშინელ ფორმაშია და ფორმით აშკარად ამერიკა უკეთ გამოიყურება, ამას დამატებული შემადგენლობა და მოტივაცია, ჩემი სიმპატია უფრო ამერიკისკენ იხრება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩია და უელსშიც არაერთი გამოცდილი და ტოპ კლასის ფეხბურთელი გამოდის, მათ შორის გარეთ ბეილი.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჯგფუში დიდი ალბათობით მხოლოდ ერთი ადგილი არის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დარჩენილი, რომლისთვისაც სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის. დარწმუნებული ვარ ეს მათ ჩვენზე კარგად აქვთ გააზრებული და გაანალიზებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოვა. იქნება არაერთი ორთაბრძოლა და მსაჯის სასტვენსაც ხშირად გავიგებთ.

რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, არჩევანს აუტებზე გავაკეთებ. ორივე გუნდი თითქმის თანაბარ ფეხბურთს თამაშობს და თანაბარი შანსი აქვთ ამ მატჩის მოგების. ამავდროულად არც ერთი მათგანი არ არის დომინანტური ფეხბურთის ოსტატი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცენტს ბურთის შენარჩუნებაზე და გორაობაზე არც ერთი არ გააკეთებს. ვფიქრობ, რომ ბურთის მიღებისთანავე ორივე გუნდი მოწინააღმდეგის კარისკენ იქნება დაგეშილი, ასეთ დროს კი საკმაოდ ბევრი აუტი წოდდება. 39.5 ზე მეტ აუტს საკმაოდ კარგი კოეფიციენტი 1.7 აქვს, რაც მგონია რომ მარტივად უნდა დაჯდეს.

ჩემი პროგნოზი: 39.5 მეტი აუტი
სახელი: Gaucho
197
დაემატა | 21-11-2022, 12:52
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
40%
სენეგალი
VS
60%
ჰოლანდია
ჩვენი პროგნოზი
ჰოლანდია ჯარიმა 11.5 მეტი
21/11/2022 20:00
მოგებული
სრულად
30%
ყატარი
VS
70%
ეკვადორი
ჩვენი პროგნოზი
4.5 მეტი ბარათი
20/11/2022 20:00
მოგებული
სრულად
50%
ნოტინგემი
VS
50%
ფულემი
ჩვენი პროგნოზი
I გუნდი ჯარიმა 9.5 მეტი
16/09/2022 23:00
მოგებული
სრულად
50%
ვალენსია
VS
50%
ბარსელონა
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
20/02/2022 19:15
მოგებული
სრულად