დანია - ტუნისი
მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფს დანიისა და ტუნისის ნაკრებების დაპირისპირება გახსნის.
დანიის ნაკრები ბოლო თამაშებში საკმაოდ კარგად გამოიყურება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილით დაიმსახურა. 10 ჩატარებული მატჩიდან 9 მოიგო და ბოლო მატჩი, რომელსაც მათთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა დათმო. ამ 10 მატჩში გუნდმა 30 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.
ტუნისმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფში მალის ნაკრებს სძლია. უნდა ითქვას, რომ ტუნისმა არც თუ ისე რთული გზა განვლო მუნდიალზე სათამაშოდ.
ამ ნაკრებების გარდა D ჯგუფში საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრები გუნდები ითმაშებენ. მსოფლიო ჩემპიონები ეცდებიან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივი საქმე იქნება, რადგან ბოლო ორ ურთიერთშეხვედრაში დანიამ ორივე მატჩი სძლია ფრანგებს, შესაბამისად არც მსოფლიოზე ეცდება რაიმეს დათმობას, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მუხტია დანიელებისთვის, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაძაბული და რთული ჯგუფი გამოდგება.
ამ მატჩში აშკარა ფავორიტად დანია ითვლება, მაგრამ როგორც გუშინ ვნახეთ აფრიკული გუნდები ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. მათი ფიზიკურად დაღლა ძალიან რთულია და ამ დროს მეტი ფანტაზიისა თუ ტაქტიკური ხრიკის გამოყენებაა საჭირო. რამდენად ეყოფა ეს ფანტაზიის უნარი და ხრიკების მოფიქრება დანიის ნაკრებს ცალკე საკითხია, შესაბამისად მგონია, რომ 1.53 კოეფიციენტი დანიის მოგებისთვის ზედმეტად ოპტიმისტურია.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფში საფრანგეთია და არც თუ ისე ხელწამოსაკრავი ავსტრალიის ნაკრები, ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფის ყველა თამაში საკმაოდ დაძაბული და უხვი ორთაბრძოლებით დახუნძლული იქნება. მატჩის არბიტრი მექსიკელი სეზარ რამოსი იქნება, რომელიც მექსიკის ჩემპიონატში ბარათების ფრიალს, წითელს და ყვითელს არ აქვს მნიშვნელობა არ ერიდება. მის სანაკრებო სტატისტიკას თუ შევხედავთ, აქ უფრო მეტად თავშეკავებულია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მატჩში არსებული მოგების წყურვილით გამოწვეული უხეშობები არ მისცემს უფლებას მთავარ არბიტრს თავისი ჯიბისკენ მინიმუმ 3 ჯერ მაინც რომ არ წაიღოს ხელი. 3.5 მეტი ბარათი 2.25 კოეფიციენტით ფასდება, რაც ზედმეტად არარეალური კოეფიციენტი მგონია. ფაქტიურად კაცი რომელიც ბარათებს აფრიალებს წინ და უკან ან უბარათოდ უნდა დატოვონ ან კარგად უნდა დამოძღვრონ მატჩის წინ, რომ ბარათები არ აჩვენოს. 3 ბარათი ჩვეულებრივ ამხანაგურ მატჩშიც კი საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია, შესაბამისად ასეთი დატვირთვის და სირთულის მატჩში ვფიქრობ, რომ უნდა წამოვიდეს. თავის დაზღვევის მიზნით 2.5 მეტი ბარათის აღებაც შეიძლება რაც 1.5 კოეფიციენტით ფასდება.
ჩემი პროგნოზი: 2.5 მეტი ბარათი