თურქეთი - საქართველო
დააა დადგა ის დღე რომელსაც ყველა ნამდვილი ფეხბურთის ქომაგი ელოდა. მთელი ჩვენი საფეხბურთო მოგონებები რაც ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, ყველა სავსეა სხვადასხვა ნაკრებების გულშემატკივრობით. იტალია, საფრანგეთი, ინგლისი და სხვა გამორჩეული ნაკრებები ვისაც მთელი ჩემპიონატის მანძილზე გულმხურვალედ ვგულშემატკივრობდით. თუმცა დღეს სხვა რეალობაა და ისტორიაში პირველად ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრებს ვუქომაგებთ.
არ გკითხავთ ვინ მოიგებს ამ მატჩსთქო. არ მეგულება ქართველი ვინც თურქეთზე ჩამოვა ფსონს. რა თქმა უნდა მთელი გულითა და სულით საქართველოს გამარჯვების გვჯერა და ვგულშემატკივრობთ.
დღეს უკვე ფეისბუქზე დავწერეთ, რომ ამ მატჩში ბევრ ჯარიმებს ველით. საკმაოდ დაძაბული თამაში უნდა გამოვიდეს ჩვენს მეზობელ თურქეთთან. არამგონია, მატჩი ისე წარიმართოს, რომ რომელიმე გუნდი დიდი ანგარიშით გავიდეს წინ. ალბათ უფრო ერთი გოლის სხვაობის თამაში იქნება. ისტორიაში ასევე პირველად მატჩის არბიტრი არგენტინიდან იქნება. ვფიქრობ რომ ბიჭები არაფერს დააკლებენ აუთსაიდერად მონათლული ნაკრების საუკეთესო თამაშის საჩვენებლად. ყველაზე კარგად თავად იციან რას მიაღწიეს და რა დევს სასწორზე. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ბრძოლა იქნება ბოლომდე, აი ისე როგორც ბუდუ ბრძოლობდა თავით, თან წაქცეული. თავის მხრივ არც თურქეთი ითამაშებს ამხანაგურ მატჩს. ჯგუფში პორტუგალია გვყავს და არამგონია თურქებს მათთან 3 ქულა ჰქონდეთ დაგეგმილი. იმის ფონზე რომ ჩვენც საკმაოდ უხეშად ვთამაშობთ და ამავდროულად არც თურქები ჩამოგვივარდებიან, ვფიქრობ რომ მატჩში 5 ბარათი უნდა წამოვიდეს. აქ კვარას კონტრშეტევებსაც დავამატებდი და ასევე მის მებრძოლ და ხშირად მსაჯებთან მოკამათე ხასიათს და ვიტყვი რომ ამ ბიჭის მოედანზე ყოფნა მინიმუმ 2 პოტენციურ ბარათს უდრის. თან 5 ბარათი 2.0 კოეფიციენტად კარგი არჩევანი მგონია.
ჩვენი პროგნოზი: 4.5 მეტი ბარათი