ჰოლანდია - არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდება.
ჰოლანდიის ნაკრები წაუგებლად მოვიდა მეოთხედფინალამდე. გუნდმა მერვედფინალში ამერიკის ნაკრებს სძლია 3-1. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის შეგირდები შესანიშნავ სერიას ატარებენ, თამაშის ყურების დროს თითქოს მათ თამაშს მარილი აკლია. რაღაც ბოლომდე კარგ და ლაღ ფეხბურთს ვერ გვთავაზობენ. ყველა თამაში ბრძოლაში და გარკვეულ მომენტებში იღბლის მოლოდინში მიმდინარეობს. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ 4 მატჩში გუნდმა 8 გოლი გაიტანა და 2 გოლი მიიღ საკუთარ კარში. 3 თამაში მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ფურცელზე მშვენიერი სტატისტიკაა, თუმცა სენეგალთან და ამერიკასთან გუნდს ნამდვილად ფორტუნამ გაუმართლა, არადა ეგეთი მარტივი მოგებებიც არ იყო რაც ერთი შეხედვით ჩანს.
არგენტინა ძალიან მაგარ ფორმაში შეხვდა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს და ერთ სენსაციურ ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით, გუნდი მშვენივრად გამოიყურება. მაქსიმალურად ზღუდავენ შეცდომებს დაცვაში რაც შედეგებზე აისახება, მათი მოწინააღდეგეები არგენტინის კარში დარტყმას ძალიან იშვიათად ახერხებენ. ჩატარებულ 4 მატჩში არგენტინამ 7 გოლი გაიტანა და 3 გოლი მიიღო საკუთარ კარში. გახნით თამაში წაგების შემდეგ გუნდმა სამივე შეხვედრა მოიგო.
გუნდების ბოლო ურთიერთდაპირისპირებებს თუ გადავხედავთ, ბოლო 4 მატჩიდან 3 ფრე მორჩა, ხოლო ერთში ჰოლანდიამ იმარჯვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ბოლო ხუთი დაპირისპირება დროში საკმაოდ შორს მიდის ამიტომ დიდად ამ მაჩვენებელზე დაყრდნობა საიმედო არ არის.
ვფიქრობ საკმაოდ დაძაბული თამაში გვექნება. ერთის მხრივ მესი და მისი ოცნება, მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი და მეორეს მხრივ ვან გაალი და მისი წაუგებელი ჰოლანდიის ნაკრები. პრესკონფერენციის წინ ვან გაალმა თქვა, რომ იცის გზები თუ როგორ შეაჩეროს მესი, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ მესიმ მოინდომა, ცოტა გაბრაზდა და თავისი ნიჭი მაქსიმალურად გამოიყენა ვერანაირი ვან გაალის მოფიქრებული ტაქტიკები მას ვერ შეაჩერებს. პირველ ტაიმში ალბათ უფრო ფრთხილი თამაში იქნება, ბევრი ორთაბრძოლით და უხეშობით. თუ რომელიმე გუნდი დაწინაურდა რა თქმა უნდა უხეშობაც იმატებს. ევროპულ ნაკრებებს შორის ჰოლანდია ერთ ერთი წამყვანი ნაკრებია მიღებული ჯარიმების რაოდენობით, არგენტინაც როცა საჭიროა და სასწორზე მსოფლიო ჩემპიონატის ფლეიოფების ბედი წყდება საკმაოდ უხეში გუნდი ხდება. მატჩის მთავარი არბიტრი მატეო ლაოსი იქნება, რომელიც ბარათების ფრიალს ნამდვილად არ ერიდება. მგონია, რომ მატჩში ორივე გუნდი მოახერხებს მეტოქის კარის აღებას, გვექნება ბევრი ჯარიმა და ცოტა დარტყმები.
ჩემს არჩევანს ბარათების მეტობაზე შევაჩერებ. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ამ მხრივ ცოტა უცნაურად მიმდინარეობს, რადგან მსაჯები მაქსიმალურად იკავებენ თავს ბარათების ჩვენებისგან, თუმცა ამ მატჩის მნიშვნელობა, მონაწილე გუნდები და მსაჯი ყველანაირ წინაპირობას ქმნის, რომ ბევრი ბარათი ვიხილოთ. ბუკმეიკერები 3.5 მეტ ბარათს 1.85 კოეფიციენტით აფასებენ, რაც დიდი შეცდომა მგონია. ჩემი აზრით ამ მატჩში თავისუფლად შეიძლება წამოვიდეს 6 ბარათიც, თუმცა როცა 1.85 კოეფიციენტს გვჩუქნიან, ზედმეტი რისკის გარეშე 4 ბარათი ამ მატჩში აუცილებლად იქნება.
ჩემი პროგნოზი: 3.5 მეტი ბარათი