ნოტინგემი - ვეს ჰემი
პრემიერ ლიგის მეორე ტურში ნოტინგემი ვესტ ჰემს უმასპინძლებს.
პრემიერ ლიგა ორივე გუნდისთვის წარუმატებლად დაიწყო. ნოტინგემი სტუმრად ნიუკასლთან, ანგარიშით 2-0 დამარცხდა. ანალოგიური ანგარიშითვე დამარცხდა ვესტ ჰემი, თუმცა მათი მარცხი აბსოლიტურად ლოგიკური იყო, რადგან მოწინააღმდეგე მანჩესტერ სიტი გახლდათ.
შეხვედრა "სიტი გრაუნდზე" გაიმართება, რომელსაც პრემიერ ლიგური ჯახი 1999 წლის შემდეგ არ უნახავს. ნოტინგემის გულშემატკივრები საკუთარი გუნდისთვის განსაკუთრებულად ცეცხლოვან ატმოსფეროს შექმნიან, რაც ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას მისცემს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ უბიძგებს. რამდენად იქნება საკმარისი გარემო და ფეხბურთელების მონდომება ვესტ ჰემის დასამარცხებლად ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ნოტინგემი მატჩის ბოლო წამამდე განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებს.
ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2014 წელს ინგლისის თასზე შეხვდნენ, რომელშიც ნოტინგემმა 5-0 იმარჯვა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოიესს "სიტი გრაუნდზე" ჯერ ჯერობით 3 ქულა არ აქვს ანაღები, ორი მატჩიდან ერთი ფრე ხოლო ერთი მარცხი იწვნია.
ვნებათა ღელვის, ვესტ ჰემის უკანა ხაზის დანაკლისების და ნოტინგემის მონდომების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ არც ერთი გუნდისთვის 3 ქულის აღება მარტივი არ იქნება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნოტინგემი უფრო მეტად მონდომებული გამოვა მოედანზე და ყველაფრის ფასად ეცდება პირველი ქულების ჩაწერას. მგონია, რომ თამაშში ბევრ უხეშობასაც ვიხილავთ. ზედმეტი მონდომების და ენერგიის გათვალისწინებით, მგონია, რომ მასპინძელი გუნდი არაერთხელ დაარღვევს თამაშის წესს.
ჩემი პროგნოზი: I გუნდის ჯარიმა 8.5 მეტი