ინგლისი - შვეიცარია
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდება.
ტრადიციულად ინგლისის ნაკრები განაგრძობს ინგლისური ფეხბურთის უზენაესობის საპირისპიროს მტკიცებას. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრებს ფურცელზე სახელებით და გვარებით ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები ყავს, გუნდი გერმანიაში ძალიან ცუდათ გამოიყურება და უსაშინლეს ფეხბურთს აჩვენებს. მეტიც, მერვედფინალში სულ რამდენიმე წუთი დააკლდა სლოვაკეთს ინგლისის ნაკრების ჩემპიონატიდან მოსაკვეთად. დიახ, არ მოგესმათ სლოვაკეთს, სულ რაღაც 2 წუთი, რომ გაეძლო ინგლისის ნაკრები ჩემპიონატის ყურებას საკუთარი ტელევიზორის ეკრანიდან განაგრძობდა. არც ჯგუფურ ეტაპზე დაუტოვებია ინგლისს კარგი შტაბეჭდილება. გუნდმა 3 თამაშში 2 გოლი გაიტანა და ერთი მოგებითა და ორი ფრით ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. მათ თამაშს, რომ ვუყურებ, ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მაქსიმალურად ცდილობენ შეცდომა არ დაუშვან, და უფრო მეტად ამაზე არიან ფოკუსირებულნი ვიდრე იმაზე რომ ფეხბურთი ითამაშონ. ეს უფრო ფსიქოლოგიურ მომენტს ჰგავს, რასაც მწვრთნელმა უნდა უშველოს, მაგრამ საუთგეიტი ვერ გამოდგა ჯერ-ჯერობით შესაბამისი, სწორი კანდიდატი.
რაც შეეხება შვეიცარიას, ამ გუნდზე კარგის მეტი არაფერის თქმა არ შეიძლება. ჩატარებულ 4 მატჩში, გუნდმა 7 გოლი გაიტანა. ამ 4 მატჩში, მასპინძელ გერმანიას ფრე ეთამაშა, ხოლო მერვედფინალიდან იტალია გაისტუმრა სახლში. გუნდი ლამაზ, გახსნილ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. არც ფავორიტებთან აყენებენ ავტობუსს და ეს ყველაფერი მშვენივრად გამოსდით.
დღევანდელი მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვა, რადგან ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით ინგლისის ნაკრებს, ამ ჩემპიონატზე შვეიცარიის დონის მოწინააღმდეგე არ შეხვედრია. თავის მხრივ კი შვეიცარიამ წარმატებით გაიარა გერმანიისა და იტალიის ბარიერები, რაც მათ განწყობაზე პოზიტიურად იმოქმედებს. ვფიქრობ, საკმაოდ დაძაბული და ორმხრივი მატჩი იქნება. ჩემი აზრით, შვეიცარია აუცილებლად მოახერხებს გოლის გატანას, რასაც ინგლისის მხრიდან მეტი შეტევა და რისკზე წასვლა მოყვება. ამ დროს მიცემულ შანსებს რამდენად გამოიყენებს შვეიცარია, ეს უკვე სრულიად მათზეა დამოკიდებული. ასევე მგონია, რომ ინგლისი თუ რადიკალურად სხვა ფეხბურთს არ შემოგვთავაზებს, ამ წყვილიდან შემდეგ ეტაპზე შვეიცარიას ვიხილავთ.
რაც, შეეხება ჩემს პროგნოზს, ბევრი ვიფიქრე, რა სცენარით შეიძლება გავითარებულიყო მატჩის მიმდინარეობა. საბოლოოდ კი ორივე გუნდის გოლის გატანაზე შევაჩერე პოზიცია. ვფიქრობ, შვეიცარიამ დაამტკიცა, რომ გოლების გატანა ყველასთან შეუძლია. ინგლისი, კი მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოკრძალებულად ეკიდება გოლების გატანას, წინა მატჩიდან გამომდინარე, სადაც ლამის დაემშვიდობნენ ევროპის ჩემპიონატს, უფრო მეტად იქნება გოლზე მომართული.
ჩემი პროგნოზი: ორივე გაიტანს